მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ხუთი წლის შემდეგ მეუღლეს, ირაკლი კედიას დაშორდა.აღნიშნული ინფორმაცია მსახიობმა ჟურნალ „სარკესთან“ დაადასტურა.
„ჩვენი დაშორების შესახებ ჭორი პირველად არის სიმართლე. მაპატიეთ, ამ თემაზე აღარ მსურს საუბარი“, - განუცხადა მსახიობმა „სარკეს“.
ნანკამ და ირაკლიმ ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს და მალევე ერთად ცხოვრება დაიწყეს. ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემას და ქორწინებით გამყარებას საჭიროდ არ მიიჩნევდნენ.
„გეგმაშიც არ გვქონია ქორწინება. ჩვენ გვაქვს ოჯახი. არასდროს მქონია სურვილი ქორწილის, თეთრი კაბის ჩაცმის... ჟურნალისტები მეკითხებიან, როდის გეგმავ ქორწილსო, ჩვენ კი ერთმანეთისთვის ეს წინადადება არასდროს შეგვითავაზებია“, - ამბობს ნანკა.
მიზეზი, თუ რის გამო დაშორდა წყვილი ერთმანეთს, უცნობია. როგორც ამბობენ, ისინი თვეებია რაც ერთად აღარ ცხოვრობენ.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






