საზღვრისპირა რეგიონში 7 ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:20, 29 Sep, 2015     1432

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებითა და ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტის ფინანსური ხელშეწყობით, 25-26 სექტემბერს, ქალაქ ბორჯომში, პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი სოციალური ფორუმი ჩატარდა.

სოციალური ფორუმის მიზანს წარმოადგენდა შეხვედრის მონაწილეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის მომხდარიყო პროექტის დეტალური გაცნობა, სოციალური მეწარმეობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარება. ფორუმის განმავლობაში მოხდა შიდა ქართლში გამარჯვებული 7 სოციალური საწარმოს პრეზენტაცია. (მათგან 4 სოციალური საწარმოა, ხოლო 3 ბიზნესზე ორიენტირებული). შეხვედრაზე ჩართული მხარეები გაეცნენ, როგორც ბიზნესზე ორიენტირებულ სოციალურ, ასეცე სერვისის მიმწოდებელ საწარმოებს. ფორუმის ბოლოს კი ადგილობრივ თვითმართველობასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-საქართველოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

25 სექტემბერს გამართულ სოციალურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა და სოციალურმა მეწარმეებმა, რომლებიც უკვე ანხორციელებენ პროექტს საზღვრისპირა რეგიონებში.

პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა და საზღვრისპირა გამყოფ ზოლთან მცხოვრებ პირთა მიერ სოციალური საწარმოების დაფუძნებას და ზოგადად სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას რეგიონში.

პროექტი "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რამოდენიმე ფაზას მოიცავს. პირველი სამი ფაზა წარმატებით ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონში და მისი მიმდინარეობის განმავლობაშიც დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები: I ფაზა: საინფორმაციო შეხვედრები დევნილთა ჩასახლებებში და საინფორმაციო კამპანია. II ფაზა: დაინტერესებულ და ჩართულ პირთა სემინარები სოციალური საწარმოების ფუნქციონირებისა და სარგებლიანობის შესახებ. III ფაზა: დაინტერესებულ პირთა ტრენინგი სოციალური საწარმოების მართვისა და ფუნქციონალობის მიმართულებით.

პირველი სამი აქტიური ფაზის შემდეგ, შიდა ქართლში უკვე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, სადაც 85 განაცხადი შევიდა. რთული შესარჩევი პროცესის შემდეგ შეირჩა 7 პროექტი და დაფინანსდა 4 ბიზნესზე ორიენტირებული, 3 კი სერვისების მიმწოდებელი სოციალური საწარმო.

ამ ეტაპზე არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ხელშეწყობით უკვე მოქმედებს სოციალური საწარმოები სამეგრელოში, პანკისსა და ქვემო ქართლში.

ASB-საქართველო: ASB-მ საქართველოში საქმიანობდა 1992-1997 წლებში, ხოლო 2010 წელს, ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb-georgia.org

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, დაარსებული 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.chca.org.ge

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42