კონკურსი „მიკრომეწამე 2015“ გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:13, 29 Sep, 2015     765

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და MFC (მიკროსაფინანსო ცენტრი, პოლონეთი) პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად ატარებს კონკურსს "მიკრომეწარმე 2015“.

ინოვაციური პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს.

კონკურსზე განაცხადების მიღება ივლისის თვეში დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ მიკრომეწარმეს: წლის საუკეთესო მიკრომეწარმე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე; წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე. ამა წლის 30 ნოემბერს ჩატარდება საზეიმო გალა დაჯილდოვება. კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს, და იგი ხუთ გამარჯვებულს შორის გადანაწილდება. წლის საუკეთესო მიკრომეწარმე 5 000 ლარით იქნება დაჯილდოვებული.

„მიკრომეწარმე 2015“-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ ორგანიზებული საქმე (ბიზნესი) ან კომპანიის მფლობელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-მდე ადამიანი.პროექტის პირობების მიხედვითკონკურსანტი უნდა იყოს მიკრომეწარმე, რომელიც არის, ან წარსულში გახლდათ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის (microfinance.ge) წევრი ფინანსური ორგანიზაციების მსესხებელი და აღებული სესხი ეფექტურად მოახმარა ბიზნესის განვითარებას.

###

ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: award.microfinance.ge.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარებისთანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42