უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დიალოგი გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:24, 29 Sep, 2015     1208
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განაგრძობს ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს. 29 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გასვლითი შეხვედრა სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ გამართა, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა.

ნოდარ ხადური გაეცნო კომპანიის ბრენდული ლუდებისა და ლიმონათების ჩამოსხმის პროცესს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა. საწარმოს წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს და მედიას აჩვენეს ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა და პროცესი, თუ როგორ მოახდება პროდუქციის მარკირება.

ფინანსთა სამინისტროს მიზანია, ბრძანების ამოქმედებამდე, ყველა დაინტერესებული მხარე კიდევ ერთხელ გაეცნოს მთავრობის არგუმენტებსა და წინადადებებს, ასევე საწარმოები მაქსიმალურად მზად შეხვდნენ აღნიშნულ პროცესს.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა: აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია.

როგორც აღინიშნა, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას, რაც ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები რჩება იგივე, ამასთანავე, ეს თანხა არ დააკლდება არც ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტს, რადგან თანხას შემოსავლების სამსახური გაიღებს საკუთარი შემოსავლებიდან. ამასთან, მარკირების სისტემის დანერგვით, ბიზნესთან მიმართებაში შემცირდება საგადასახადო შემოწმებების ოდენობა, ვინაიდან ფისკალურ სამსახურებს ონლაინ რეჟიმში ეცოდინებათ ინფორმაცია და რისკები ამ სფეროში იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ასევე მოწესრიგდება ე.წ. დანაკარგების თემა. მნიშნელოვანია, რომ ელექტრონულ მარკირებას არ დაექვემდებარება საექსპორტო საქონელი. აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებების დაფინანსებას.

„მნიშვნელოვანია, რომ საწარმო მზადაა მარკირების ელექტრონულ წესზე გადასასვლელად. როგორც დავპირდით მოსახლეობას, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება პროდუქციის ფასზე, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას და ბიზნესს არ მოუწევს თანხის გადახდა მარკირებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული იყოს აღრიცხვიანობა, არ გაძვირდეს პროდუქცია და ბიზნესს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

სს “ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის განცხადებით, ქარხანა ტექნიკურად მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები. „მომსახურებას გაგვიწევს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაქირავებული კომპანია, ხოლო მომსახურების საფასურს გადაიხდის შემოსავლების სამსახური. ჩვენთვის ტექნიკურად სხვა პრობლემა არ არსებობს,“ - აღნიშნა მან.

ქარხნის დათვალიერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდეს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებთან რათა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით მოხდეს აღნიშნულ სფეროში მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფა. ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მუდმივად გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას სირთულეები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42