რომელიც მისცემს მათ საშუალებას იმუშაონ ნორმალურ პირობებში და არ შეილახოს მათი უფლებები“-განაცხადა საინფორმაციო საგენტო ,,ნიუპოსტთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებადმაცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.
_ ვინ მართავს სატრანსპორტო ბიზნესს და ამასთან კავშირი აქვს თუ არა ხელისუფლებას?
_კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ძმები შარანგიების საკუთრებაა. ეს კომპანია აერთიანებს შემდეგ კომპანიებს : „თბილ-ქარი“, „თბილ-ლაინი“, „კაპიტალ გრუპი“, „ფაბლიქ ქარი“. ოთხივე კომპანია თითქმის ერთიდაიგივე დღეს შეიქმნა, იდენტური ქონდათ წესდების ტექსტები, ერთიდაიგივე ნოტარიუსთან დამოწმებული საბუთები, ერთიდაიგივე ბანკის ფილიალში გადახდილი მოსაკრებელი. ოთხივე შეზღუდული პასუხიმსგებლობის საზოგადოება რეზო და მერაბ შარანგიების „ჯი ემ სი ჯგუფის“ მისამართზე იყო რეგისტრირებული. ძმები შარანგიები თბილისის მერის გიგი უგულავას მეგობრები არიან. მიხეილ სააკაშვილისა და შარანგიების მეგობრობა კიევში დაიწყო. ირკვევა, რომ პრეზიდენტის უახლოესი მეგობრის, რომელთანაც იგი კიევში ერთად ცხოვრობდა, ვინმე გია ყარამანაშვილის და , ნატა ყარამანაშვილი რევაზ შარანგიას მეუღლეა.
_რამ გამოიწვია მგზავრობის ტარიფების გაზრდა? იყო თუ არა ეს საწვავზე ფასების გაძვირებით გამოწვეული?
მოგახსენებთ, რომ კომპანია „სოკარიც“ ძმები შარანგიების მფლობელობაშია. საწვავზე ფასების გაზრდა დამოკიდებულია ნავთობისა და საწვავის ტრანსპორტირების კომპანიებს შორის შეთანხმებაზე. ისინი ხელობნურად ზრდიან ფასებს. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში საწვავზე ფასი იკლებს, ჩვენთან ან ცვლილებას არ განიცდის, ან პირიქით იზრდება. საქმე გვაქვს მონოპოლისტებთან, რომლებსაც მთავრობა უწყობს ხელს. რა თქმა უნდა საზოგადოების თვალის ასახვევად თუ გამოიყენებენ საწვავზე ფასების ზრდით მგზავრობის ტარიფების გაზრდას, რადგან ეს ორივე ბიზნესი ერთი ადამიანის ხელშია და ამით იგი ორმაგ მოგებას ღებულობს.
_ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს?
მას შემდეგ , რაც „თბილისის მიკროავტობუსმა“ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მგზავრთა გადაყვანის უფლება მოიპოვა 20 წლიანი ვადით-ჯერ ტარიფები გაზარდა, შემდეგ ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს დააკისრა ვალდებულება მიკროავტობუსები შეეკეთებინათ „ფორდის ცენტრში“, რომელიც „ ჯითი გრუპს“ ეკუთვნის, დააკისრა ვალდებულება იხადონ მიკროავტობუსის ყოველთვიური იჯარა 1290 ლარის ოდენობით და ხაზის ქირა 590 ლარი. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს უწევთ სამმაგი თანხის გადახდა მიკროავტობუსის ტექნიკურად გამართვისთვის, რადგან „ფორდის ცენტრში“ ნაწილებისა და შეკეთების ფასი ძალიან მაღალია. როდესაც, მიკროავტობუსის რომელიმე ნაწილის შეძენა, ვთქვათ, ჯდება 10 ლარი, კომპანიაში იგივე ნაწილი 20-30 ლარი ღირს.
„თბილისის მიკროავტობუსმა“ ვერ უზრუნველყო მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. ამის ნაცვლად სახეზეა მიკროავტობუსებში კონდიციონირების სიტემის გაუმართაობა, სამარშრუტო ტაქსებში მგზავრების ფეხზე დგომა, გაჩერებებზე რიგები,ამით ყოველდღიურად არღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127 მუხლს- საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვისა და ავტოსადგურის მუშაობის წესებს.
_ამ დარღვევებთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენას აპირებთ თუ არა და ვის უნდა მიმართოთ?
_თეა წულუკიანს მოვუწოდებთ, რომ შეისწავლოს ტენდერის ჩატარების პირობები, თუ როგორ მიენიჭა „თბილისის მიკროავტოსს“ მგზავრების გადაადგილების უფლება. ჩვენი მოთხოვნაა რომ, გადაიხედოს სატენდერო პირობები ამ კომპანიასთან, გაუქმდეს ხელშეკრულება, მოხდეს ფასების დაკლება და მძღოლებისთვის იმ პირობების შექმნა, რომელიც მისცემს მათ საშუალებას იმუშაონ ნორმალურ პირობებში და არ შეილახოს მათი უფლებები. მოვითხოვთ ახალი ტენდერის ჩატარებას ისეთი პირობებით, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნება ყველა მცირე და საშუალო მეწარმეს. შესაბამისად, ბაზარზე უნდა იყოს არა ერთი და ორი კომპანია, არამედ მეტი, რომ მონოპოლიური ფასების ზრდა არ მივიღოთ და ტარიფები რეალობას შეესაბამებოდეს. ახალი ტენდერის მოთხოვნაში აუცილებლად უნდა ჩაიდოს მგზავრობის საფასურის გაზრდის დასაფუთება. სატენდერო კომისია ახლიდან უნდა ჩამოყალიბდეს, რათა ადგილი მიკერძოებას არ ქონდეს. ასევე გიგი უგულავამ ტენდერთან დაკავშირებული დარღვევების გამო პასუხი უნდა აგოს.
_რა შეიძლება განხორციელდეს საზოგადოების კომფორტულად გადაადგილებისთვის?
_თბილისის გარემო საკმაოდ დაბინძურებულია. ჩვენ გვინდა აქცენტი გავაკეთოთ არა საწვავიან ტრანსპორტზე არამედ, ელექტრო ენერგიაზე. ჩვენივე მოპოვებულ ენერგიას ჩვენსავე ტრანსპორტზე გავყიდით. ასევე იგეგმება თბილისში ტრამვაის გაშვებაც , რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, უსაფრთხოა და ასევე შეუძლია მგზავრების დიდი ნაკადის გადაყვანა. რათქმა უნდა მგზავრობის გადასახადიც უფრო ნაკლები ეღირება სამარშუტო ტაქსებთან შედარებით. დამოკიდებული აღარ ვიქნებით უცხო ქვეყანაზე რომლისგანაც, უნდა შევიძინოთ საწვავი. ჩვენივე გამომუშავებულ ენერგიას შეიძენენ ის კომპანიები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მგზავრების გადაყვანა.
ნანა ნიაზაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






