ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები
საზოგადოება - 17:05, 28 Sep, 2015     6923
ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სასაფლაოზე მიცვალებულები უნებართვოდ არიან დაკრძალული. სასაფლაოს ტერიტორია კი ერთ-ერთ ბანკშია დაგირავებული.

ამ ზაფხულს სასაფლა­ო­ებზე გაჩნდა წარწერები, რომლებითაც ჭირისუფლებს ატყობინებდნენ, რომ მათი მიცვალებულები კერძო პირის კუთვნილ მიწაზე არიან დაკრძალული და მეპატრონე სასწრაფოდ დარეკვას სთხოვდა. მიწის მფლობელებსა და მიცვალებულების ახლობლების შორის ურთიერთობა დაიძაბა.
მიწის მეპატრონეები მიცვალებულების ამოთხრით იმუქრებიან, ჭირისუფლები კი აცხადებენ, რომ ამის უფლებას არ მისცემენ. ბევრი მათგანის თქმით, როცა ოჯახის წევრს იქ მარხავდნენ, არანაირი დოკუმენტი არ აუღიათ და მხოლოდ მესაფლავეებს გადაუხადეს გაწეული სამუშაოს თანხა. რამდენიმე კი ამბობს, რომ ვიღაცას ფული მისცა, თუმცა მას ვერ პოულობს.

ნინო გურასპიშვილი, მიწის მფლობელი :

2006 წელს 1500 კვმ მიწა შევიძინეთ, სახლის აშენებას ვგეგმავდით. ჩვენგან მოშორებით დევნილები ცხოვრობენ და ქვედა ტერიტორიაზე მიცვალებულების უკანონოდ დასაფლავება დაიწყეს. რაც დრო გადიოდა, საფლავები მატულობდა. ქვედა ტერიტორიის მიწის მფლობელი ებრძოდა ამ ხალხს, მაგრამ ვერაფერს გახდა. როცა მივხვდით, რომ ზევით მოიწევდნენ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ნაკვეთი შემოგვეღობა და ასე შეგვეჩერებინა მათი შემოჭრა. ამიტომ ბეტონის ღობე შემოვარტყით, მაგრამ ერთ დღეს გადანგრეული დაგვხვდა. ბევრმა ის ბეტონი საფლავის ამოსაშენებლად გამოიყენა.

შემოღობვის მერე მშვიდად ვიყავით, კარგა ხანს არ ავსულვართ. ერთ დღეს ავედით და ვნახეთ, რომ უამრავი ადამიანი დაეკრძალათ.

მივმართეთ თბილისის მე­რიას, რადგან ტერიტორია სასაფლაოდ იქცა, ბუნებრივია, იქ სახლს ვერ ავაშენებდით. მერიას ვთხოვდით, ლიცენზია მოეცა, კერძო სასაფლაო გაგვეკეთებინა, ჩვენ თვითონ გაგვეყიდა ის ტერიტორია და ამ გზით მიწაში გადახდილი თანხა მაინც აგვეღო. მერიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება იმ მოტივით, რომ ამ ადგილას პროექტით გათვალისწინებული სახლი უნდა აშენებულიყო.

ამის შემდეგ მივმართეთ სამართალდამცავებს, მაგრამ პოლიციამ გვიპასუხა, საფლავების პატრონების მისამართებს ვერ ვადგენთო. მოკლედ საკუთარ მიწაზე ახლა ერთი დიდი სასაფლაოა. 34 საფლავია უკვე ჩვენს კუთვნილ მიწაზე. სახელმწიფოს დახმარების იმედი ამოგვეწურა და გადავწყვიტეთ თავად მოგვეძებნა ჭირისუფლები. ყველა საფლავზე განცხადება მივაკარით, რომ ეს არის კერძო ტერიტორია და ვითხოვდით დაკავშირებას. რამდენიმე მოქალაქე დაგვიკავშირდა და განგვიცხადეს, არც არაფრის გადახდას არ ვაპირებთ და არც მიცვალებულების სხვაგან გადასვენებასო.

2011 წლიდან კრედიტის გადასახადსაც ვეღარ ვიხდით. ბანკმა არ იცის, რომ ახლა აქ სასაფლაოებია. მაშინ იმიტომ დავაგირავეთ მიწა, რომ მაღალფასიანი მიწის ნაკვეთი იყო, დღეს აქ სასაფლაოა.


მასალა სრულად იხილეთ ბმულზე www.kvirispalitra.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42