დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, მოსკოვის გამზირის, ნარგიზის შესახვევის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, წალენჯიხის, ტოლენჯის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, ყარყარაშვილის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, წულაძის, შალვა დოლიძის, დიდგორის და ნინიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ოქროყანის, ორთაჭალის, წინანაურის, შავთელის, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძის, კრწანისის, ავლევის, იეთიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავეჯის კომბინატის დასახლების, მოსკოვის გამზირის IV და V კვარტლების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდნის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






