კახა კახიშვილმა ხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
საზოგადოება - 16:43, 28 Sep, 2015     1591
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა - კახა კახიშვილმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) ხელმძღვანელმა - იულიანა დერილოვამ, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სოციალური საწარმო გახსნეს.

სოციალური საწარმოს პროექტის განხორციელება 2015 წლის იანვარში, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. მოეწყო ხის დამამუშავებელი საამქრო, სადაც, 2 წლის განმავლობაში, 6 თვიანი შუალედით, სულ მცირე 25 ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერი დასაქმდება.

„პრობაციონერთა და მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით გრანდიოზული გეგმები გავქვს. ვეცდებით, დავასაქმოთ ადამიანები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვდებიან. ძნელია, 10 წელი იჯდე და არაფერს აკეთებდე. ეს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს ზრდის. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს მიეცეთ საშუალება დასაქმდნენ და ხელფასით ოჯახები შეინახონ“, _ განაცხადა კახა კახიშვილმა.

სამუშაოზე პრობაციონერების შერჩევა მოხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. პრობაციონერებთან ერთად, საწარმოში იმუშავებს პროფესიონალი დურგალი, რომელიც მათ ხეზე მუშაობას შეასწავლის. ბენეფიციარები ანაზღაურების სახით ყოველთვიურად მიიღებენ 350 ლარს.

სოციალური საწარმოს პროექტი გრანტის ფარგლებში 2 წელი გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი 98 500 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი პრობაციონერებს დაეხმარება შეიძინონ ახალი უნარები, ჰქონდეთ ანაზღაურებადი სამუშაო, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტიდან გასვლის შემდეგ ბენეფიციარები იქნებიან კონკურენტუნარიანები სამუშაო ბაზარზე, რაც მათი დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42