დაახლოებით ერთი კვირის წინ, ქართველმა მედიკოსებმა 4 წლის ვახტანგ კაშიას ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინეს.როგორც პატარას მამამ ნიკოლოზ კაშიამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, საჭიროა მკურნალობა საზღვარგარეთ გაგრძელდეს.
ოჯახმა გერმანიაში სპეციალური კლინიკაც მოიძია, თუმცა მკურნალობა სოლიდურ თანხებთაანაა დაკავშირებული, რისი გადახდაც ოჯახს არ შეუძლია.
- როდის დაუდგინდა ვახტანგს აღნიშნული დიაგნოზი?
- მას შემდეგ რაც, ბავშვს მაღალი სიცხეები ვერ დავუგდეთ გადავწყვიტეთ ექიმთან წაგვეყვანა. თავიდან გვეგონა, რომ საქმე რევმატიულ ართრიტთან გვქონდა, თუმცა სიცხე მაინც 38 ჰქონდა. ბოლოს ძვლის ტვინის ანალიზი ავუღეთ და აღმოჩნდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა. ლიმფური ლეიკემია.
- სად იმყოფება ამჯერად პატარა და რას გეუბნებიან ქართველი მედიკოსები?
- ამჯერად „იაშვილის ბავშვთა კლინიკაში“ ვიმყოფებით. როგორც მითხრეს მდგომარეობა არ არის მძიმე. ამიტომ მინდა რაც შეიძლება მალე წავიყვანო, თუმცა მკურნალობა ძალიან ძვირია. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, თუმცა ჩვენი ხელფასით შეუძლებელია ამხელა თანხის მოგროვება.
- რა თანხაზეა საუბარი?
- პირველ ეტაპზე 150 000 ევროა საჭირო.
„ნიუპოსტი“ აქვეყნებს ანგარიშის რეკვიზიტებს:
ანგარიშის ნომერი: (ლიბერთი ბანკი) – GE53LB0711188767458000
საკონტაქტო პირი, ნიკოლოზ კაშია: – 577535168
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






