"გრიშა კაკაჩია თავიდანვე ცუდი კაცი იყო..."- ისევ იქნება თუ არა ის ჩცდ-ში
საზოგადოება - 13:45, 28 Sep, 2015     9376
რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია უკვე 45 წელია, ამ თეატრის სცენაზე დგას და უამრავი წარმატებული როლი აქვს შესრულებული, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ახლა ყველა იმ როლით ცნობს, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განასახიერა. ის სერიალში ახირებული მილიონერის, გრიშა კაკაჩიას როლს ასრულებს, რომელმაც მალევე შეძლო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

„ისე მოხდა, რომ ამ საკითხში ჩემი და გიორგი ლიფონავას ხედვა დაემთხვა. ჩვენი ტანდემი შედგა და ძალიან მიხარია. თეატრში უამრავი როლი მაქვს ნათამაშები: რომეო, ერეკლე, ცეზარი, ლუციუსი, ტელემაქე და კიდევ უამრავი სხვა, მაგრამ ახლა სადაც მივდივარ, ყველგან გრიშას მეძახიან (იცინის). გრიშა კაკაჩია თავიდანვე ცუდი კაცი იყო, მაგრამ ვცდილობ, ისე გავაკეთო, რომ მხოლოდ ცუდი არ იყოს. ის ქართველი კაცის განსახიერებაა და ბევრი მეუბნება, რომ ასეთ ადამიანს იცნობს. მეც ასეთების კრებითი სახე გავაკათე. ხანდახან ჩემს ძმასაც ვადარებ, კიდევ ბიძა მყავდა, რომელიც უპატიოსნესი კაცი იყო, მაგრამ ექსცენტრიკული თვისებები მისგან ავიღე. თუ დააკვირდებით, გრიშა არავის ატყუებს. თვითონ მოდიან ფულის სათხოვნელად და თუ მოდიხარ, აქეთ ნუკი კარნახობ, ისეთი მიიღე, როგორიცაა. ყველას რომ ყოველთვის აძლევდეს იმდენ ფულს, რამდენსაც სთხოვენ, მაშინ თვითონ ხომ აღარ ექნება. თუმცა, ამას უარის თქმა იდეაფიქსად არ აქვს, უბრალოდ, არიგებს მთხოვნელებს. ნატასაც ხომ უთხრა: შვილო, რამდენი კაცი უნდა დავარცხნო, რომ ეს ფული ამოიღოო?
სხვათა შორის, აკლდამა ყველა ქართველის ახირებაა. ჩვენთვის დამახასიათებელია საფლავის გადამეტებული პატივისცემა. შეხედეთ ჩვენს სასაფლაოებს, მართლა რამდენი აკლდამაა, მაგრამ მისი ავტორი გრიშა კაკაჩია არაა. მე მინახავს საფლავი ათი კაცისთვის. ეს რეალობაა და მომწონს, რომ კაკაჩია რეალობას ასახავს. სერიალს მარტო გასართობი დანიშნულება არ აქვს. ლიფონავამ სიღრმეების ძიებაც მოახერხა. პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას უნდა მივეჩვიოთ.
ერთმა კაკაჩიამ მკითხა, საიდან ეს გვარიო? თუ რამეა, იცოდე, რომ ჩვენ ცუდი ხალხი არ ვართ, კარგები ვართო. თუმცა, აქ გვარს არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, მასზე ეღიმებათ. შვილიშვილებს უხარიათ. პატარა ორი წლისაა და კითხულობს, კაკაჩია, რა არისო? უფროსი 11 წლისაა და ყველას ეუბნება, რომ ბაბუამისი ვარ. სკოლაში რომ მივაკითხავ, ამბობს: ბაბუაჩემი მოვიდა, გრიშა კაკაჩია. ბავშვებიც უკვე მანქანას ცნობენ და შარშან რომ მივიდოდი და გავაჩერებდი მანქანას, მეორე-მესამე სართულებიდან მეძახდნენ: გრიშაა, გრიშაა!.. მეგობრები და ნათესავები მირეკავენ: ბიჭო, საქმეს ვიწყებთ და იქნებ, ფულით წაგვეხმაროო (იცინის). უკვე დამიკავშირდნენ და მგონი, ეს პერსონაჟი კიდევ იქნება სერიალში. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ გადაღებების დროს ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე ახალგაზრდა თაობიდან.“

წყარო „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42