დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-სექტორს საინვესტიციო პროექტები გააცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:22, 28 Sep, 2015     1169
28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზეგაიმართა სამინისტროსთან არსებული ინდუსტრიულიგანვითარების ჯგუფისმიერმომზადებული15 საინვესტიციოპროექტისპრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში მოღვაწე ბიზნეს-ასოციციებისა და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე წარდგენილი იყო შემდეგი პროექტები:

1. ასანთის წარმოება;

2. იმერეთისმწვანილისექსპორტის პროექტი;

3. თბილისისქვისგადამამუშავებელისაწარმო;

4. პანკისისდიაბაზისმოპოვებისპროექტი;

5. დაფნისფოთლისგადამუშავება-დაფასოვება/დაფნისფოთლისეთერზეთისდამზადება;

6. სამკერვალოსაწარმოს პროექტი;

7. ტექსტილისწარმოების პროექტი;

8. კერამიკულიფილებისწარმოება;

9. რძისგადამამუშავებელისაწარმო;

10. მუყაოსყუთებისწარმოება;

11. ფოთშიქვისგადამამუშავებელისაწარმო;

12. ფოლადისმილებისწარმოება;

13. ეთერზეთებისწარმოება;

14. კალტიცის მოპოვება-გადამუშავება;

15. მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილების წარმოება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი. „საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს განვითარების დონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა ეკონომიკის დივერსიფიკაციით მიიღწევა. დივერსიფიკაციისთვის აუცილებელია ახალი დარგების, ახალი პროდუქტებისა და ახალი ბაზრების განვითარება; ყველაფერ ამას, ჩვენ, ახალ ეკონომიკურ საქმიანობას ვუწოდებთ. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ახალი ეკონომიკური საქმიანობის გასავითარებლად საჭიროა სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამ მიზნით, სამინისტროში ერთი წლის წინ შეიქმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომლის მიერ მომზადებული პროექტების ჯამური საინვესტიციო შესაძლებლობა 80 მილიონი აშშ დოლარია. მათი სრულად განხორციელების შემთხვევაში, დასაქმდება 1000 ადამიანი, არაპირდაპირ დასაქმდება დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი პროექტებიდან ორს ინვესტორი უკვე გამოუჩნდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო მზადაა, დაინტერესებულ ბიზნესმენებს მათ იმპლემენტაციაში შეუწყოს ხელი. „ამ პროექტების ხელშეწყობა ჩვენი ინდუსტრიული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი ხელშეწყობის ფორმები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა და გამოიხატება შემდეგში: დარგობრივი კვლევები და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადება; კომპანიების ტექნიკური დახმარება და ექსპორტის ხელშეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მსგავს შეხვედრებს სისტემური ხასიათი ექნება - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების ბიზნესსექტორისთვის წარდგენა მომავალში რეგულარულად გაიმართება. ჯგუფის საქმიანობის მთავარი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ჯგუფი ახდენს ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42