შს მინისტრმა აფხაზეთის ომში შსს-ს აკადემიის დაღუპული კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო
საზოგადოება - 13:56, 27 Sep, 2015     1295

შინაგან საქმეთა მინისტრმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 1992 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული, შსს-ს აკადემიის კურსანტების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრთან ერთად, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელები, მსმენელები და დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. შს მინისტრმა ქვეყნის წინაშე დაღუპული კურსანტების დამსახურებაზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილი დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და საჩუქრები გადასცა.

შს მინისტრმა, ღონისძიების ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში სტუმრებთან ერთად დაღუპული კურსანტების შესახებ წარმოდგენილი ფოტომასალა დაათვალიერა. 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ქალაქ გაგრის მახლობლად, სოფელ კოლხიდასთან, უშიშროების უმაღლესი სკოლის 14 კურსანტი დაიღუპა.

შსს-ს აკადემიაში აფხაზეთში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან განვითარებული მოვლენების შესახებ საარქივო მასალებიც გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ჟურნალ „საარქივო მოამბის“ აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული სპეციალური ნომერი და 1992 წლის აფხაზეთის ომის დოკუმენტური კადრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42