თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ძმათა სასაფლაოზე გვიან ღამით მივიდნენ
საზოგადოება - 13:44, 27 Sep, 2015     1141

დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, გვიან ღამით, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაოზე - „გმირთა სავანე“ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად მივიდნენ. ვაშლიჯვარის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში მონაწილე იმ სამხედრო მოსამსახურეებმაც, რომლებიც დღემდე მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

“ყველამ ვიცით, აქ რატომ ვართ. გვინდოდა, სიმბოლურად ღამე შევხვედროდით ამ დღეს, აქ ერთად. დღეს განსაკუთრებით მძიმე არის თავდაცვის სამინისტროსთვის და მთელი ქვეყნისთვის, რადგან 22 წელი გვაშორებს იმ ტრაგიკულ დღესთან, რომელსაც სოხუმის დაცემა ქვია. ჩვენი ბიჭები ისევ სამშობლოს დაცვისთვის, მშვიდობისთვის იღუპებიან. დღეს, როდესაც 21 წლის ახალგაზრდა ვაჟკაცი არის რუსთავში და მისი დაკრძალვისთვის ემზადება საქართველო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ყოველი ასეთი დღე და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ ისწავლეს ისტორიის გაკვეთილები. ისტორიის, რომელიც ჩვენს თვალწინ, ჩვენი თაობის თვალწინ იწერებოდა,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოდან გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროს სერჟანტ პაატა როსტობაიას მოინახულებენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42