თბილისში გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა
საზოგადოება - 12:04, 27 Sep, 2015     1616
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცნობილი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გახსნა.

ცნობილი ქართველი რეჟისორის ბიუსტი მისივე სახელობის სკვერში, ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ განთავსდა.

ბიუსტის გახსნას გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ. მისულ სტუმრებს სიტყვით დედაქალაქის მერმა, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლემ და რეჟისორის მეგობრებმა მიმართეს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გიგა ლორთქიფანიძის ღვაწლი, დედაქალაქისა და ქვეყნის წინაშე, ნამდვილად იმსახურებს ამგვარ დაფასებას, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი სიმბოლურია, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი გიგა ლორთქიფანიძის დამსახურება და მისი შრომა შეუფასებელია.

„დღეს ძალიან დიდი ადამიანის, საპატიო თბილისელის, უამრავი პრემიის ლაურეატის, უზარმაზარი ადამიანის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა. ეს არის სიმბოლური მისი შემოქმედებისა და მისი მოღვაწეობის დაფასებისა, რაც მან მთელი ცხოვრების მანძილზე გააკეთა ჩვენი დედაქალაქისთვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გიგა ლორთქიფანიძის შვილის, ნანა ლორთქიფანიძის განცხადებით, ბიუსტის
მარჯვანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსება სიმბოლურია და თავისი დატვირთვა აქვს.

„გარდა იმისა, რომ ჩემთვის არის ასეთი ძვირფასი, მე ვფიქრობ, რომ ქალაქს შეემატა შემოქმედების თვალსაზრისით ძალიან კარგი სკულპტურა“, - განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა დაამზადა და დედაქალაქს საჩუქრად გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42