ლელა კაკულიას ოფიციალური საიტის რედაქცია მუსლიმურ საფრთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა წლებში წარმოთქმული წინასწარმეტყველებების ნაწილს აქვეყნებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი მსოფლიო უკვე რეალურად დადგა ჯერ კიდევ 90–იან წლებში ნაწინასწარმეტყველები (რაც შემდგომ წლებში არაერთგზის გამოქვეყნდა სხვადასხვა გამოცემებში) მოვლენების წინაშე, საიტის რედაქციამ გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ ქალბატონი ლელა კაკულიას მიერ მუსლიმურ საფრთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა წლებში წარმოთქმული წინასწარმეტყველებების ერთი ნაწილი. ამით თქვენ მიიღებთ ამომწურავ პასუხს კითხვაზე, რა მოჰყვება ევროპაში მუსლიმთა მომრავლებას.
შეგახსენებთ, რომ საიტის ადმინისტრაციამ სექტემბრის დასაწყისში ვებგვერდზე ქალბატონი ლელა კაკულიას აქამდე გამოუქვეყნებელი წინასწარმეტყველებების მოზრდილი ნაწილი ატვირთა, რომელიც ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერით სრულდება:
“ჯერ კიდევ 90_იან წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ ევროპა აღშფოთდება და მუსლიმებს დაერევა_მეთქი. დღეს სწორედ ამას ვხედავ. ევროპის ქვეყნები ერთამენთის მიყოლებით იტყვიან უარს ახლო აღმოსავლეთიდან წასული ლტოლვილების მიღებაზე და დაიწყება ინტენსიური მუშაობა მათ საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად. კი, ვხედავ, რომ მათ შორის ნამდვილად არიან ომით გაჭირვებული და გაწამებული ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტანი. ამიტომ ამ ტალღის მოთხოვნა, იმ მოტივით შეუშვან ევროპაში, რომ ომს ეწირებიან და იხოცებიან, დიდ ტყუილს ჰგავს. ისინი კარგი ცხოვრების საძიებლად არიან ჩასულები ევროპაში – მოკლედ და კონკრეტულად. ეს ყველაფერი ნელ_ნელა გაიშიფრება.
პრინციპში, ევროპის ქვეყნების მთავრობებმა ძალიან კარგად იციან, რაც ხდება, მაგრამ აქაც რუსეთ_ამერიკას შორის თამაში მიდის ლტოლვილებთან დაკავშირებით. თუმცა რუსული გეგმა, ფაქტობრივად, ვერ გაამართლებს. ევროპა კარებს გადაკეტავს და არცერთ ლტოლვილს აღარ შეუშვებს. დიახ, ეს რუსეთის გეგმა იყო _ მუსლიმ ლტოლვილთა დიდი ტალღა შესეოდა ევროპას თავშესაფრის მოთხოვნით, რომელთა შორის _ფრთხილად! _ არიან ლტოლვილების ტყავში გახვეული ტერორისტებიც და მათი რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილად ლტოლვილებისა”, - ნათვამია წინასწრამეტყველებაში.
მასალის გამოყენების პირობები






