საქართველოს და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა მიეცემა.
გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რის შედეგადაც ლარსა და იუანს შორის სვოპზე მუშაობა დაიწყება.
"ეს არის მემორანდუმი, რომლის შემდეგაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას სავალუტო სვოპზე ლარსა და იუანს შორის, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც ჩვენი ბიზნესსუბიექტებისთვის და მეწარმეებისთვის, ვისაც აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან, შესაძლებელი იქნება ძალიან საინტერესო საკრედიტო პორთფელის ხელმისაწვდომლობის უზრუნველყოფა”, - განაცხადა ქადაგიძემ.
ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელმა, ჟუ ქსანშუანმა, კი აღნიშნა, რომ "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რათა მოხდეს საქართველოს და ჩინეთის ფინანსური სისტემების განვითარება. ეს არის წინაპირობა, რომ მომავალში მოხდება ჩვენი სავალუტო სვოპის შეთანხმება”.
მემორანდუმს ხელი ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 34-ე შეხვედრის დროს მოეწერა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.
მასალის გამოყენების პირობები






