შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა დედაქალაქის ათივე მუნიციპალურ რაიონში გეგმიური ინსპექტირება განახორციელა. ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი სამართალდამრღვევი პირები „თბილსერვის ჯგუფმა“ მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა - კომპანია „ეკო-სტანდარტი,“ რომელიც დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებას ეწევა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს შპს „ეკო-სტანდარტს“ და სხვა სამართალდამრღვევ პირებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განმეორებით განხორციელდება.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ - ზედამხედველობის სამსახურიმათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით ვალდებულიაქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოოს ინსპექტირება, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ დარღვევებზე რეაგირება - მათი აღკვეთა და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
მასალის გამოყენების პირობები






