მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 16:21, 25 Sep, 2015     1044
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ცენტრისა და უნივერსიტეტის ერთობლივი სალაბორატორიო ბაზის გაძლიერებას და მის გამოყენებას როგორც არსებული მასწავლებლების გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, ისე მაღალი კომპეტენციის მქონე პედაგოგთა მომზადების პროცესში. ამისათვის ცენტრისლაბორატორიების ნაწილი უნივერსიტეტის სხვა ლაბორატორიებთან ერთად დროებით განთავსდება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც წვდომა უფრო მეტ ბენეფიციარს ექნება, ეს კი ხელს შეუწყობს მოქმედი მასწავლებლების, სტუდენტებისა და მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

მემორანდუმის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლაბორატორიების განსათავსებლად სპეციალურ სივრცეს გამოყოფს. ერთიანი სალაბორატორიო ბაზის გამოყენებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას როგორც ზუსტ, საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებლები, ის სტუდენტები შეძლებენ.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასაქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით იგეგმებამოქმედი მასწავლებლების გადამზადება და მასწავლებელთა ახალი თაობის მომზადება, რაც „ზუსტ, საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომელსაცათასწლეულის გამოწვევის ფონდი 15 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42