„ზედაზენი" ახალ ბიზნესში შედის და ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:36, 25 Sep, 2015     1374

ლუდისა და ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ზედაზენი" ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს. როგორც „კომერსანტს" კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა გარკვეული დროის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის განვითარება ქვეყანაში არსებულმა ფინანსურმა სიტუაციამ შეაფერხა.

მისი ინფორმაციით, საწარმოს ტექნიკურ აღჭურვილობაზე ხელშეკრულებების ნაწილი უკვე გაფორმებულია, ნაწილზე კი მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩოჩელის ცნობით, წვენის წარმოება საგურამოში, „ზედაზენის" ქარხანაში დაიწყება. ცნობილია, რომ ნატურალური წვენები მთლიანად ადგილობრივი პროდუქტისგან დამზადდება.

ბიზნესმენის ინფორმაციით, ნატურალური წვენების მიმართულების განსავითარებლად კომპანია პირველ ეტაპზე 7 მილიონ 500 ათას ევროს დახარჯავს. სხვა დეტალებზე ბიზნესმენი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

კომპანია „ზედაზენი" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. დღეისათვის ის რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ლუდს, ლიმონათსა და ენერგეტიკულ სასმელს აწარმოებს.

რაც შეეხება წვენების ქართულ ბაზარს, მასზე ადგილობრივი კომპანიების წილი ბოლო, 2012-2014 წლების კვლევის მიხედვით, საშუალოდ 15-17 %-ია. გაყიდვების ძირითადი წილი უცხოურ ბრენდებზე მოდის. Gamma Research-ის კვლევით, ბოლო 2 წლის განმავლობაში წვენების ქართულ ბაზარზე უკრაინული „სანდორა“ 50%–იანი წილით ლიდერობს. ტოპ-სამეულში ასევე შედის „ლებედიანსკი“ („ფრუქტოვი სად“) 10% და „კამპა“ 10%-ით. კვლევაში მითითებულია, რომ წვენების ბაზარზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული კომპანიის უმრავლესობა უცხოურია და კვლევის თანახმად, იმპორტირებული წვენების უპირატესობა ადგილობრივი წარმოების წვენებთან შედარებით ნათლად ჩანს.

კვლევაში მითითებულია, რომ ბოლო სამი წლის მონაცემებით, საქართველოში წვენის ბაზარი სტაბილურია და ფაქტობრვად უცვლელი, შეინიშნება მცირედი ზრდა, თუმცა ზრდა მეტ წილად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის.

წყარო: commersant.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42