საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ეტაპზე ტონგას ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 17-10 დაამარცხა. არგენტინის ნაკრები კი მსოფლიოს ყევალზე ძლიერ ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. არგენტინის ნაკრები, მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად მე-8 პოზიციაზე იმყოფება, „ბორჯღალეოსნები" კი ტონგასთან გამარჯვების შემდეგ სამი პოზიციით დაწინაურდნენ და ამჟამად მე-13 პოზიციას იკავებენ.
იმ შემთხვევაში თუ „ბორჯღალოსნები“ არგენტინელი „პუმების“ დამარცხებას შეძლებენ შემდეგ ეტაზპე გასასვლელად უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ, ამ მიზნის მისაღწევად მათ ბოლო ტურში ნამიბიის დამარცხება მოუწევთ, რომელიც მიმდინარე მსოფლიოს თასზე ყველაზე სუსტ ნაკრებად არის მიჩნეული.
სათქმელია ისიც, რომ ბორჯღალოსნები მსოფლიოს თაზე მეოთხედ ასპარეზობენ, მიმდინარე მსოფლიოს თასზე კი მთავარი მწვრთნელის და რაგბის კავშირის მთავარი მიზანი ორი თამაშის მოგება გახლდათ, საიდანაც პროგრამა მინიმუმი შესრულებულია.
წარმატება ვუსურვოთ „ბორჯღალოსნებს“!
საქართველოს და არგენტინის ნაკრებები თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებენ:
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნაუელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.
16. ხულინ მონტოია, 17. ლუკას ნოგიერა, 18. რამირო ერერა, 19. მატიას ალემანო, 20. პაბლო მატერა, 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო.
მსაჯი: ჯი პი დოილი (ინგლისი)
მასალის გამოყენების პირობები






