არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი ბავშვებს საგანმანათლებლო ანიმაციას სთავაზობს
საზოგადოება - 14:02, 24 Sep, 2015     1341

ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ორგანიზებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მიწისძვრის თემაზე საგანმანათლებლო-გასართობი ანიმაცია მომზადდა. შემეცნებითი ტიპის ანიმაციის მთავარი მიზანია ბავშვებს 3 წლის ასაკიდან, მათთვის მარტივად აღსაქმელი ელემენტების გამოყენებით ასწავლოს და დაამახსოვროს, თუ როგორ მოიქცნენ სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისა და კატასტროფების დროს, რათა მინიმალურ დონემდე იყოს დაყვანილი რისკის ფაქტორი კატასტროფების დროს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი პროდუქტის შეთავაზება პედაგოგებისა და ბავშვებისთვის. ახალი ანიმაციით, სახალისო მობილური თამაშებით, რომელიც ასევე მალე შეემატება ჩვენს ნამუშევრებს, ვცდილობთ მარტივად ავუხსნათ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ის აუცილებელი წესები, რომელიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ბავშვებმა და მოზარდებმა მიწისძვრის და სხვა ბუნებრივი მოვლენის დროს. ანიმაციური ფილმი მოკლე ფორმატისაა და იგი არამარტო სახალისო, არამედ საგანმანათლებლო ხასიათისაცაა. გვჯერა პატარები მალე შეიყვარებენ ჩვენს მთავარ გმირებს და ბევრს ისწავლიან მათთან ერთად." - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თეონა ჯულუხაძემ.

ანიმაციური ფილმების პირველი ნაწილი „მიწისძვრა“, პროექტის ,,ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში მომზადდა. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-საქართველოს ნოვატორული მიდგომაა: მობილური თამაშებითა და სახალისო ანიმაციით მიაწოდოს ინფორმაცია კატასტროფების რისკების შემცირების თაობაზე, როგორც პედაგოგებს ისე ბავშვებს, ხოლო პედაგოგებმა გამოიყენონ მასალა სწავლების დროს. სექტემბრის ბოლოდან ახალი ანიმაცია "მიწისძვრა" ფართოდ მიეწოდება პროექტში ჩართულ საბავშვო ბაღებს. ოქტომბრის თვეში კი სრულიად ახალი სტილის, 3 D ფორმატის ანიმაციის პრეზენტაცია იგეგმება, სადაც უკვე 4 სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფა იქნება გაერთიანებული და იგი განკუთვნილი იქნება ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონთათვის.

პროექტი „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" ხორციელდა „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდს: www.asb.ge და გაეცანით ახალ ანიმაციას მიწისძვრის შესახებ: http://asb.ge/ge/page/miciszvra-animacia?%3E

სოც. მედია: https://www.youtube.com/watch?v=iYmBUF9suJE

https://www.youtube.com/watch?v=YlYIHgnv1aE








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42