„იარაღს პირში მთხრიდნენ, მგუდავდნენ, ცოლის გაუპატიურებით მემუქრებოდნენ“- რა მოხდა ახალციხის პოლიციაში?
კრიმინალი - 12:39, 24 Sep, 2015     14077
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები: ნალბანდიანი, კარაპეტიანი და იგიტიანი ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა მაიზერ ბაბლუანმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნით, წამება დადასტურდა, თუმცა შს სამინისტროსა და პროკურატურას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

რაც შეხება უშუალოდ ბრალდებას, ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს, პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

საქმე ეხება 26 ივლისს ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოსთან მომხდარ მკვლელობას. როცა დაუდგენელმა პირებმა სარქის აკოფიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ახალქალაქიდან სოფელში ბრუნდებოდა.

თანასოფლელების იფნორმაციით, გარდაცვლილი მოსკოვში ცხოვრობდა და კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი.

მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ყავს. ნალბანდიანს, კარაპეტიანს და იგიტიანს სწორედ ამ დანაშაულის დაფარვისთვის ასამართლებენ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 21 სექტემბერს გაიმართა, სადაც მოსამართლე ლონდარიძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, დაკავებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა არ დააკმაყოფილა და სამივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.

ამ ფაქტს სასამართლოში შეკრებილების გაღიზიანება მოჰყვა, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა პოლიტიკურ თავშესაფარს სომხეთს სთხოვს.

„ნიუპოსტი“ საქმის დეტალების გარკვევას მაიზერ ბაბლუანთან შეეცადა.

- როდის მოხდა მკვლელობა და რას ედავებიან თქვენი დაცვის ქცეშ მყოფებს?

- ახალქალაქის რაიონში, მინდინარე წლის 26 ივლისს, რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდა ჩაცხრილეს. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. არც დამკვეთი და არც შემსრულებელი არ არის გამოძიებისთვის ცნობილი. მკვლელობიდან ორ დღეში აკავებენ ნალბანდიანს, ფაქტიურად ის საკუთარი სახლიდან მოიპარეს. მეორე დღეს ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების დარღვევით საქართველო-სომხეთის საზღვარზე აკავებენ იჯიტიანს. იმავე ღამეს, დაახლოებით 21:00 საათზე კარაპეტიანიც დააკავეს. სამივეს შემთხვევაში არ შემდგარა დაკავების ოქმები. მიყავთ სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში სადაც იწყება მათ მიმართ ძალის გამოყენება სასურველი ჩვენების მოსაპოვებლად.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ რა სახის ძალადობაზეა საუბბარი ?

- დაკავებულები პოლიციელებმა აწამეს... ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, მუქარას დამცირებას. 30 ივლისს, ნალბანდიანი ისე სცემეს რომ სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათ მიერ მოყვანილმა ექსპერტმაც დაადასტურა სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, ნაჟღენთები, სილურჯეები, სახის არეში შეშუპებები. თუმცა პროკურატურამ ეს მტკიცებულებები საქმიდან ამოიღო. არ წარმოადგინა სასამართლოში - მოიპარა. არტურ იგიტიანს, მუუღლის გაუპატიურებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც იგიტიანმა უთხრა რომ არ შეეხოთ ოჯახის წევრს და რა ჩვენებასაც გინდათ იმას მოგცემთო. მას პირდაპირ დაუდეს აწყობილი ტექსტი და ხელის მოწერის გრაფა მიუთითეს. შემდეგ ერთ-ერთმა ოპერ-რწმუნებულმა, რომელიც დაკავებულის მოგვარე უთხრა: მე შენ წაგიყვან ერთ-ორ ადგილას, რასაც ხელი მოაწერე იგივეს გაიმეორებ და გადარჩებიო.

მას შემდეგ რაც დაკავებული თბილისში გადმოიყვანეს, იგიტიანმა პროკურატურას წერილით მიმართა, და 28 ივლისს დაწერილი ჩვენება 10 აგვისტოს გადათქვა. მისი თქმით, ჩვენება პოლიციამ შანტაჟითა და მუქარით მიიღო. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, აკრძალულია ჩვენების გამოყენება. თუმცა, მოსამართლემ წინა სასამართლოს სხდომაზე წამების შედეგად მოპოვებული ჩვენება დააკანონა.

- კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა დაკავებულების წამებაში?

- წამება განხორციელდა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს შენობაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის მოძალადე პოლიციელების გვარები არ იციან თუმცა როგორც ყვებიან, ამოვიცნობთ იმ პოლიციელებს, ვინც იარღს გვთხრიდნენ პირში, ვინც გვაცვამდა ცელოფნის პარკს თავზე, ვინ გვემუქრებოდა ცოლების გაუპატიურებითო.

- თუ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს პოლიციელთა მხრიდან უფლება-მოსილების შესაძლო გადაცდომის გამოძიების მოთხოვნით?

- 10 აგვისტოდან, მას შემდეგ რაც საქმეში ჩავერთე წერილი მივწერე გენერალურ ინსპექციას, საჩივარი შევიტანე სამხარეო პროკიურატურაში მაგრამ პასუხები არ არის.

"ნიუპოსტი" სამცხე-ჯავახიშვილის პოლიციიას დაუკავშირდა, თუმცა მათ აღნიშნულ თემაზე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42