ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ოდესღაც განდეგილობაზე და გამოქვაბულში ცხოვრებაზე ოცნებობდა. საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი, ბევრს კითხულობდა და ხშირად ეცვლებოდა შეხედულებები, სურვილები. იყო მშობლებთან დაპირისპირება, საუკეთესო მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა, გაქცევა, იმედგაცრუება, მაგრამ ყველა წარუმატებლობამ გაკვეთილი ჩაუტარა და წარმოდგენა ასწავლა. საბოლოოდ ბედმა ტელევიზიაში მიიყვანა.
როგორც ბავშვობაში დღესაც, 40 წლის ასაკში მარტოობისკენ მიისწრაფვის, საკუთარ თავთან და ფიქრებთან დარჩენა უყვარს.
გიორგი გაბუნია ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
- გოგონებთან თავგადასავლები, გატაცებები, სიყვარული - ეს ყველაფერი რა დოზით იყო თქვენს ცხოვრებაში?
- ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის საზიზღარი ვიყავი. სიყვარული ჩემთვის არ არსებობს. ვინც კი შეყვარეული იყო ყველას დავცინოდი. დიდი მოწონება სიყვარულში არასდროს გადამზრდია. ვიღაცაზე გადამკვდარი არასოდეს ვყოფილვარ და დღემდე ასეა. საშინელ დღეში ვაგდებდი იმ გოგონებს, ვისაც მე ვუყვარდი. ყოველთვის ისე გამოდის, რომ ცალმხრივად არიან შეყვარებულები ჩემზე. ეს ხასიათი ვერ შევიცვალე და არც მიცდია.
- 20-30 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება, ასე მარტო უნდა იყო?
- არ ვიცი. ადრე იმასაც ვამბობდი, სულ უმუშევარი რომ დავრჩე საინფორმაციო გადაცემას და პოლიტიკას არ გავეკარები-მეთქი, მაგრამ აგერ, საინფორმაციოც მიმყავს და პოლიტიკური გადაცემაც. შეიძლება უცებ შეყვარებულიც მნახოთ და ინტერვიუში გითხრათ, როგორი თავდაკარგული ვარ.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






