ილია ბეროშვილს პოპულარობა მოულოდნელად დაატყდა თავს და როგორც ამბობს, ცხოვრება ცოტათი აურია კიდეც. საკუთარ თავში ქაოსი დიდხანს ვერ დაალაგა. იმ პერიოდისთვის კიდევ ერთი რთული პერიოდი ჰქონდა გამოვლილი - ცოლთან, ტელეწამყვან ნელი აგირბასთან ახალგაშორებული იყო.
არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა ბევრ რამეზე დააფიქრა, პიროვნულად შეცვალა. 33 წლის შოუმენი „სარკესთან“ გულახდილად საუბრობს.
- გაქვს ნელისთან შერიგების მოლოდინი?
- ეს ისეთი საკითხია, რთულია საუბარი. ვნანობ, რომ ჩვენი ოჯახი დაინგრა.
- შერიგების მცდელობა არ გაქვთ?
- ვმეგობრობთ, შვილები გვაკავშირებს. არ ვჩხუბობთ, არ ვამათობთ. ცივილური ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც ცალ-ცალკე ვართ, დღემდე ვეუბნები, რომ მიყვარს. სერიოზულ ურთიერთობებს ვერავისთან ვახერხებ, რადგან ჯერ კიდევ ვფიქრობ ნელიზე.
სხვებთან ურთიერთობის წამოწყება მიჭირს, რადგან ჩემს გულში მეუღლეს დიდი ადგილი უჭირავს, იმხელა, რომ ოდნავ სერიოზული ურთიერთობისთისაც კი ადგლი არ არსებობს.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






