კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 16:12, 23 Sep, 2015     1618
კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო", რომელიც აერთიანებს განათლების სფეროში მოღვაწე 13 საზოგადეობრივ ორგანიზაციას, ეხმაურება ბოლო დროს სამოქალაქო განათლების წინააღმდეგ მიმართულ, დეზინფორმაციაზე დამყარებულ კამპანიას.

“მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო განათლების როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევისათვის, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდას.

საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მცდელობა, სამოქალაქო განათლება და მისი პრინციპები წარმოადგინონ ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ, გარედან თავსმოხვეულ კამპანიად არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სწორედ ასეთი ვექტორი ჰქონდათ განსაზღვრული იაკობ გოგებაშვილს, ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძეს და, შესაბამისად, ასეთი ხედვა წარმოადგენს ჩვენი ერის ბუნებრივი განვითარების ლოგიკურ გაგრძელებას საბჭოური ანექსიის წყვეტის შემდეგ.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება, კერძოდ კი, სამოქალაქო განთლება მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კანონის პატივისცემა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შემწყნარებლობა, თემის პრობლემების გაზიარება, ბუნებრივი გარემოს მოფრთხილება, სოციუმთან ურთიერთდამოკიდებულება და მიმართულია აქტიური, თავისუფალი, მოქალაქისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე თანამედროვე სამყაროში წარმატებული ცხოვრებისათვის. მიგვაჩნია, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ბავშვის განვითარების ადრეული ასაკიდან," - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42