გურიის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობით შესაძლოა პროკურატურა დაინტერესდეს
საზოგადოება - 15:15, 23 Sep, 2015     1546
"საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი ცობეხიას განცხადებით, რეგიონულ ფედერაციებში დელეგატების არჩევა კანონდარღვევით ხდება.

ცობეხიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დოკუმენტაციაც წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, გურიის ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ებრალიძეს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად წარედგინა დელეგატის კანდიდატურა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით, გურიის რეგიონალური ფედერაციის წესდების თანახმად, დელეგატის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო განსაზღვრული არ არის. როგორც საჯარო რეესტის დოკუმენტშია აღნიშნული, ფედერაციის წესდების მიხედვით, ფედერაციის გამგეობა წარმოადგენს ხელმძღვანელ და წარმომადგენლობით ორგანოს, რომლის წესდების 5.16-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი „ასრულებს გამგეობისა და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“ აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსლება მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი და წარმოამდგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთნებულ საკითხზე.

ცობეხიას თქმით, გურიის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ებრალიძემ კანონდარღვევით მოახდინა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და აღმასკომის სხდომაზე ის კანდიდატი წარადგინა, რომელიც მისთვის იყო მისაღები.

ცობეხიას განმარტებით, ორგანიზაცია რამდენიმე დღეში პროკურატურას განცხადებით მიმართავს, რათა მოხდეს რეგიონული ფედერაციების საქმიანობისა და კონკრეტულად დელეგატების არჩევის საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც აღნიშნულ სქემაში იღებს მონაწილეობას.

"ჩვენ სახეზე გვაქვს დეფექტური საარჩევნო გარემო, რომლის მთავარი მონაწილეები და მთავარი შემქმნელები დღევანდელი ფედერაციის მესვეურები არიან",- აღნიშნა გიორგი ცობეხიამ.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქვთ გონივრული ეჭვი, რომ რამდენიმე რეგიონალურ ფედერაციაში, მოხდა უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება და დოკუმენტაციების გაყალბება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42