ოლიმპიური სკანდალი - ალექსი ახვლედიანი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ
საზოგადოება - 15:17, 23 Sep, 2015     5104
თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელექსი ახვლედიანი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ.

როგორც ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალში მონაწილეები აცხადებენ, რეჟისორებისთვის, ტექნიკური პერსონალისთვის და პროდიუსერებისთვის გაწეული სამუშაოებისთვის თანხა ამ დრომდე არ გადაურიცხავთ.

ორ თვეზე მეტია გასამჯელოს ელის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი. როგორც „ნიუპოსტს“ რეჟისორმა განუცხადა, ოლიმპიადის დახურვის ცერემინიალისთვის მას და მის გუნდს 180 000 ლარი უნდა მიეღო.

„მას შემდეგ რაც ჩვენს მიერ გაკეთდა განცხადებები არსებულ დავალიანებებზე მივიღეთ პირობა, რომ კუთვნილ ჰონორარს არაუგვიანეს 10 დღეში მივიღებდით“,- განუცხადა „ნიუპოსტს“ ფოცხიშვილმა.

რეჟისორი ამბობს, რომ მას მორალური პასუხისმგებლობა აქვს თანამშრომლების წინაშე.

„ყველანაირ გონივრულ ვადას გადასცდა ამ თანხის გადახდის ვადები. მორალური პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, იმ ადამიანებთან, რომლებმაც ღამეები ათენეს. დიდი იმედი მაქვს, რომ თანხას თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი უახლოეს პერიოდში გაისტუმრებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რაღაც მოხდა. პირადად მე იურიდიულად არაფერ შუაში არ ვარ, მორალური მხარე მაწუხებს. ამ ადამიანებმა 40 გრადუსიან სიცხეში იმუშავეს და არაჩვეულებრივად შესარულეს თავისი მოვალეობა“,- განაცხადა ბასა ფიცხიშვილმა.

როგორც ფოცხიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კონტრაქტი, კულტურის პალატასთან გააფორმა. თავის მხრივ დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ ელოდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტისგან კუთვნილი თანხის გადახდას.

ოქიტაშვილის განცხადებით, საორგანიზაციო კომიტეტი დახურვის ცერემიონიალისთვის გაწერილი 350 000 ლარის გადახდას ალექსი ახვლედიანი თვის ბოლოსთვის შეჰპირდა.

„გახსნის ცერემონიალისთვის განკუთვნილი 2 მლნ. 150 000 ლარი, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაიხადა. რაც შეეხება დახურვის ცერემიონიალს კომიტეტს დავალიანების სახით აქვს 350 000 ლარი. ვესაუბრე პასუხისმგებელ პირებს და უახლოეს პერიოდში გადახდას შეფვპირდნენ, იმედია პირობას შეასრულებენ“,- უთხრა „ნიუპოსტს“ ოქიტაშვილმა.

„ნიუპოსტი“ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთან დარეკვას დილიდან ცდილობს, თუმცა ალექსი ახვლედიანი ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პაუხობს, შესაბამისად ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი რა გახდა დავალიანების დაგროვების მიზეზი.

ცნობისთვის, ოლიმპიადის ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზრადა. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფესტივალისთვის სამ მილიონზე მეტი ლარი გამოიყო.

მერიაში ამბობენ, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ არსებულ დავალიანებებს სწავლობენ, რის შემდეგაც დავალიანების გასტუმრება დაიწყება.

"ნიუპოსტი" ახვლედიანის საგამოძიებო სისტემაში შესაძლო დაბარებაზე მომხდარზე ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში გვითხრეს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსი ახვლედიანის და ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვვილი დაინტერესდა.

დავით ჯაბაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42