მამაკაცებს უფლება არ აქვთ შვილთან დარჩნენ პალატაში - დისკრიმინაციის ფაქტი ინფექციურ საავადმყოფოში
საზოგადოება - 13:04, 23 Sep, 2015     1909

სქესის ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს:

"2015 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს - დასახოს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა და შეიმუშავოს შიდა დოკუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საავადმყოფოს ყველა განყოფილებაში თავდგომასთან დაკავშირებით პაციენტთა და მშობელთა, მეურვეთა თუ წარმომადგენელთა მიმართ თანასწორი მოპყრობა.

2015 წლის 27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქე გ.გ.-მ მის მიმართ სქესის ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე. მომჩივანის თქმით, 2015 წლის 24 აპრილს, მისი არასრულწლოვანი შვილი ნ.გ. გადაიყვანეს თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინფექციური დაავადებითა და მაღალი ტემპერატურით. მომჩივანს სურდა 15:00-00:00 დროის პერიოდში შვილთან თავმდგომად დარჩენა, რაზეც რესპირატორული ვირუსული ინფექციების განყოფილების გამგემ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ აღნიშნულის უფლება მხოლოდ დედას და ბებიას ეძლევა, ხოლო მამაკაცები არ არიან დაშვებულნი თავმდგომებად. გამგის განმარტებით, ის კატეგორიულად არ დაუშვებს განყოფილებაში მამაკაცს, ვინაიდან ის შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში მოვიდეს და თუ დედას არ შეუძლია ბავშვთან დარჩენა, მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლის მოყვანას სთხოვენ.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა, რომ მომჩივანისთვის შვილთან თავმდგომად დარჩენაზე უარი, ეფუძნებოდა არა მომჩივანის ინდივიდუალური ქცევისაგან გამოწვეულ საშიშროებას, წესრიგისა და პაციენტთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, არამედ საავადმყოფოში არსებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მამაკაცებს არ აქვთ უფლება შვილთან დარჩნენ პალატაში.

სავარაუდო რისკის არსებობის გამო, მამაკაცთა გამორიცხვა თავმდგომად დარჩენის უფლების მქონე პირთაგან, წარმოაჩენს არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას მამაკაცების ცხოვრების წესსა და ოჯახურ ცხოვრებაში მათ მონაწილეობაზე.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სტერეოტიპები უზღუდავს მამაკაცებს შესაძლებლობას შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი შვილის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მეუღლეებთან ერთად გაინაწილონ მშობელზე დაკისრებული ტვირთი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მამის როლის დაკნინება ბავშვზე ზრუნვასა და აღზრდაში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა სტიგმებისგან თავისუფალ გარემოში ქალთა თანაბრად ისარგებლონ მშობლის უფლებებით და იტვირთონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია გ.გ.-ს მიმართ, მისი სქესის გამო. "- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42