გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე მეუღლის დაპატიმრების შემდეგ სახლში ჩაიკეტა და დეპრესიული გახდა. ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
„გიგი რაც დაიჭირეს, ლელა გარეთ არავის უნახავს, თუ შვილების თანხლებით მათ საქმეზე არ გამოდიოდოდა. ვერავინ იტყვის, რომ სადმე რესტორანსა თუ კლუბში ერთობოდა. ერთადერთი, მე თუ წამომყვებოდა, როცა ჩემი ქმრის, ირაკლის სანახავად მივდიოდი უცხოეთში და იქაც სულ სახლში ვისხედით. ძალიან დეპრესიული მომენტები ჰქონდა და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ არაკაცებისთვის მიზეზი არ მიეცა, რამე ეთქვათ და მერე გიგის ენერვიულა.
სახლში რომ ზიხარ 24 საათი და მაინც შენზე ამბობენ, თხოვდებაო, წარმოგიდგენიათ სადმე კაფეში რომ გნახონ ჰამბურგერით ხელში?! ჩემთანაც კი არ გამოდიოდა. ურჩევნია სახლში იჯდეს, წიგნი იკითხოს, ამერიკულ სერიალებს უყუროს, ვიდრე ვინმეს ზედმეტი სალაპარაკო მისცეს. თანამდებობის პირებსაც აქვთ შუბლზე ბოტოქსი გაკეთებული, მაგრამ სალაპარაკო არ ხდება ეს ამბავი. ლელას რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მაგრამ ამის უტრირებას რომ მუდმივად ახდენდნენ, შეიძლება?! მერე ააგორეს თემა, მერიის ფული გიგიმ ლელას საჯდომის ოპერაციაში დახარჯაო. აღმოჩნდა, რომ არ დახარჯულა ასეთ ოპერაციაში. ესეც „ძუძუ მოაჭამას“ და „უფასო ფულის“ ოპერიდან იყო“, - ამბობს ჟორჟოლიანი.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






