არც ერთი განცხადება მაკა ასათიანის დაწერილი არ არის - გია გაჩეჩილაძე
საზოგადოება - 11:13, 23 Sep, 2015     2843

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მაკა ასათიანის მიერ გავრცელებული განცხადებები მისი დაწერილი არ არის.

როგორც გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასათაინის უკან მდგომ ადამიანებს სურთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

"სამწუხაროდ, მაკა ასათიანს ან იმ ჯგუფს, ვინც დგას მის უკან, რადგან ჩვენთვის ცხადია, რომ მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება, კიდევ ერთი განცხადების გავრცელებით სურთ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.

მათი მხრიდან სპეკულაციაა იმის მტკიცება, რომ გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ რეაბილიტაციის წინადადებაზე იმიტომ თქვეს უარი, რადგან არ იცოდნენ ინვესტორის ვინაობა. ჩვენ წერილობითი პასუხი არ მიგვიღია წინადადებაზე, ხოლო პარტნიორთა კრების ოქმში, სადაც მოხდა მათი პოზიციის სტენოგრაფირება, ეს მათი დარდი საერთოდ არ არის ასახული, პირიქით, მაკა ასათიანის წარმომადგენლის ერთადერთი პირობა იყო, რომ გია გაჩეჩილაძის წინადადება საბანკო გარანტიით ყოფილიყო გამყარებული და მომხდარიყო მიმდინარე ვალდებულებების დაფარვა, რაც სრულად შესრულდა გია გაჩეჩილაძის მხრიდან: მან წერილობით აიღო ვალდებულება საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გარანტიის წარმოდგენაზე შეთანხმების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში, ისევე როგორც აიღო წერილობითი ვალდებულება მაესტროს საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის და სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. წინადადების მიხედვით მაკა ასათიანის სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო მისი ოდენობის აუდიტორული დადასტურების შემდეგ კომპანიის მოგების ხარჯზე, რომლის მიღების ვალდებულებასაც იღებდა გია გაჩეჩილაძე, განსხვავებით ახლანდელი მენეჯმენტისგან და მმართველი პარტნიორისგან, რომლებსაც გაკოტრებისკენ მიჰყავდათ კომპანია.

რაც შეეხება ინვესტორების ვინაობას, მზად ვართ მათ დასახელებაზე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს კანონის მოთხოვნაც არის. ჩვენ მათ დავასახელებთ მას შემდეგ, რაც მივიღებთ თანხმობას ჩვენი წინადადების პრინციპულ პირობებზე. მაგრამ რეალობა ის არის, რომ აქამდე მაკა ასათიანის უკან არსებულმა პირებმა საერთოდ არ ისურვეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ჩვენი წინადადებების პასუხის გაცემა.

განცხადებაში ლოგიკას მოკლებულია იმის პირობის დადება, რომ პარტნიორი ფინანსურად გვერდში დაუდგება მაესტროს, როდესაც მის მიერ მოხდა ვადაზე ადრე გამოთხოვა სესხების, რომელთა გადახდის საბოლოო ვადა იყო 2019 წელი და როდესაც მმართველ პარტნიორს კიდევ 9 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირების ვალდებულება ჰქონდა აღებული. ასევე თვალში ნაცრის შეყრაამაესტროს სამართლებრივად გვერდში დგომის პირობის დადება, როდესაც სახეზეა მენეჯმენტისთვის დავალება, რომ სასამართლოში შესულ განცხადებაში მოთხოვნილი ყოფილიყო მაესტროს პირდაპირი გაკოტრება, რაც კანონით ავტომატურად გამორიცხავს მისი რეაბილიტაციის შესაძლებლობის.

როდესაც მაკა ასათიანს ინვესტორის ვინაობაზე გული შეტკივა, ნუთუ ახლავე ცნობილია მისთვის, თუ ვინ იქნება მაესტროს აქტივების მყიდველი გაკოტრებისას მათი ღია აუქციონზე გაყიდვისას? როდესაც გია გაჩეჩილაძემ 3 თვის წინ ჩაშალა ვითიბი ბანკში მაესტროს მთელი ქონების დაგირავების მცდელობა, როდესაც მაესტროში ამ გარიგებიდან 1 ლარიც კი არ შემოდიოდა, მაშინ არ იყო საინტერესო, მაკა ასათიანისთვის, ვის ხელში აღმოჩნდებოდა ეს აქტივები? რატომ არაფერი არ გააკეთა მან, როდესაც მაესტროს ყველაზე ძვირფასი აქტივი - მისი ლოგო და დასახელება უსასყიდლოდ გადაეცა სხვა კომპანიას?

როდის შემდეგ გახდა სარედაქციო დამოუკიდებლობა პრიორიტეტული განცხადების ავტორებისთვის, როდესაც რამდენიმე თვის წინ 20-მდე წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა მაესტრო. რაც კომპანიის ფაქტიური მფლობელის - მაკა ასათიანის ქმრის კოტე გოგელიას მხრიდან მათ საქმიანობაში უხეში ჩარევით ახსნა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ განცხადება მხოლოდ სპეკულაციაა, რეალობაში კი ადგილი აქვს მაესტროს აქტივების საზოგადოების უცნობ პირებზე გაკოტრების გზით გასხვისების წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას გია გაჩეჩილაძეს უფლებების იგნორირების გზით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას ტელეკომპანია მაესტროს და მისი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის გადასარჩენად", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42