ინფლაციური მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 23:26, 22 Sep, 2015     3343
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით ინფლაციური მოლოდინი მაღალია. ამის შესახებ ქადაგიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისი თქმით სებ-ი იმ მონეტარულ პოლიტიკას გააგრძელებს, რომელიც ამ ამოცანებს უპასუხებს.

„სამწუხაროდ, ჩვენი სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი არის იმპორტზე დამოკიდებული და ეს აისახება ფასებზე. აღსანიშნავია, რომ დადებითად მოქმედი ტენდენციებიც არსებობს. მაგალითად, რეკორდულად დაბალი ფასი ნავთობზე, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ხორბალი, შაქარი, ზეთი, ფასები შემცირებულია, რაც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს. ჯამურად, სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ზე ცოტა მეტია. ინფლაციური მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ ორნიშნა ინფლაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება .

ქადაგიძემ რეფინანსირების განაკვეთის ზრდაზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ წინასწარ კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. თუმცა, აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს

"სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება, მაგრამ საგარეო ფაქტორები ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს. ინფლაციის კონტროლი მნიშვნელოვანია
და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დიდ პრობლემად არ დააწვეს მოსახლეობას, ვისაც ლარის გაუფასურებამ ისედაც ბევრი პრობლემა შუქმნა. გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი, წინასწარ არ შემიძლია საუბარი. ხვალ არის სხდომა და ვიმსჯელებთ”- აღნიშნა ქადაგიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42