”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”არჩევანში” სებ-ის პრეზიდენტმა იმ პროცესებზე ისაუბრა რამაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარის გაუფასურება გამოიწვია. ამასთანავე ქადაგიძემ თქმით გაუფასურების პროცესში რეზერვების გამოტანა მცდარი იქნებოდა, რადგან შემცირებული სავალუტო შემოდინებების სავალუტო რეზერვით დაკომპენსირება შეუძლებელი იქნებოდა.
„გაუფასურების პროცესში რეზერვების გამოტანა იქნებოდა მცდარი გადაწყვეტილება, რადგან შეუძლებელია, სავალუტო შემოდინებები დააკომპენსირო სავალუტო რეზერვით. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე გაცილებით დიდმა ქვეყნებმა. დღეს საუბარი იმაზე მიდის, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება და გაჩერდა თუ არა პროცესი. დღევანდელ პირობებში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლარმა იპოვნა თავისი ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით,“ - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
მასალის გამოყენების პირობები






