საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილმა პროექტების შერჩევისა და შეფასების კომისიამ ღია კონკურსის “შენი პროექტი მაუწყებელზე” ფარგლებში 5 საუკეთესო ახალი პროექტი შეარჩია, რომლებიც ახალ სამაუწყებლო ეთერში განთავსდება.
„კომისიამ აირჩია რამდენიმე საპილოტო პროექტი, რომელსაც მე მხარს დავუჭერ , იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან საინტერესო თავისი ფორმით და შინაარსით“- განაცხადა კომისიის წევრმა კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.
კომისიის წევრის, ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარიას თქმით, მას რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს:
„პირადად მე გული მწყდება ზოგიერთ გადაცემაზე, ზოგიერთი გადაცემის მიმართ, რომელიც გავიდა კითხვის ნიშანი მაქვს, მაგრამ დემოკრატიაა... კმაყოფილი ვარ ჟიურის მუშაობით . გული მწყდება რომ სოფლის მეურნეობაში ვერ გავიდა ვერცერთი გადაცემა, ამ დროს ძალიან კარგი პროექტები იყო. რაც შეირჩა პრინციპში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ყველა გადაცემა საინტერესოა“- განაცხადა გვახარიამ.
20 ივლისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი სატელევიზიო სეზონისთვის პროექტების მიღება დაიწყო, რომელიც 14 აგვისტოს დასრულდა. სულ 151 პროექტი იყო შემოსული, აქედან, კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა 16 პროექტი, დასკვნით ეტაპზე კი კომისიამ 5 საუკეთესო პროექტი გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები






