მაკა ასათიანი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 20:00, 22 Sep, 2015     4410

გიორგი გაჩეჩილაძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორი, მაკა ასათიანი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„გიორგი გაჩეჩილაძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ იძულებული გავხდი დამატებით განვმარტო რამდენიმე საკითხი, რაზედაც აქამდე თავს ვიკავებდი.

გარდა იმისა, რომ წინადადება ე.წ. „რეაბილიტაციის გეგმის“ შესახებ არაფერს ამბობს, თუ რა ბედი ეწევა ჩემს მიერ კომპანიაში ინვესტირებულ თანხებს, საზოგადოების ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებ იმაზე, რომ მხარე ვერ აკონკრეტებს იმ სავარაუდო ინვესტორის ვინაობას, რომლის იმედადაც გვთავაზობს კომპანიის რეაბილიტაციას და 10 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას.

ასეთივე გაურკვეველი იყო ამ „ინვესტორის“ ვინაობა ა/წლის სექტემბერში ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზეც.

საინტერესოა ისიც, რომ მხარე, რომელიც დღეს გამოდის ემოციური განცხადებებით, წინა პერიოდში აქტიურობდა დავთანხმებოდით შემოთავაზებას ერთ–ერთი კონკურენტი ტელევიზიის მიერ ტელეკომპანია მაესტროს შეძენის შესახებ.

ეს გარემოება იყო ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მე და სხვა პარტნიორებმა, მენეჯმენტთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ზემოაღნიშნული ბუნდოვანი გეგმა ვერ იქნებოდა კანონით აუცილებელი პროცედურების არდაწყების საფუძველი.

ვინაიდან ტელევიზიის დაფინანსების წყარო ძალზე სენსიტიური თემაა და ვერ სახელდება, თუ ვინ დგას ინვესტირების შემოთავაზების უკან, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტელემაესტროს, როგორც რეალურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობას.

ეს საკითხი ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას წლების განმავლობაში როგორც მე, ასევე სხვა პარტნიორები და მაესტროს მთელი კოლექტივი უდიდესი ძალისხმევით ვინარჩუნებდით.

აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით ვარწმუნებ მაესტროს კოლექტივს და საზოგადოებას, რომ როგორც ფინანსურად, ასევე სამართლებრივად ვიდგები ტელეკომპანია მაესტროს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.

გპირდებით, რომ მაესტროს თითოეულ თანამშრომელთან ერთად, კანონით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, ჩვენს მიერ დაწყებული ნამდვილად ობიექტური და დამოუკიდებელი ტელევიზიის მშენებლობას, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“,-ნათქვამია ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მაესტროს" 25 %-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე არხის დღევანდელ მენეჯმენტს ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაში სდებს ბრალს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42