ოქროყანაში ტექნოლოგიური პარკი შენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:33, 22 Sep, 2015     3372
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ოქროყანაში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს, ტექნოლოგიურ პარკს აშენებს. ტექნოპარკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ერთიან ეკოსისტემას შექმნის და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას.

მშენებარე ტექნოლოგიური პარკი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა და მიმდინარე სამუშოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, ძალიან მალე საქართველოს პირველი ტექნოლოგიური პარკი ექნება.

"წლის ბოლოსთვის საქართველოში პირველი ტექნოპარკი გაიხსნება. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც ინოვაციების განვითარების შესაძლებლობა იქნება. ჩვენ გვექნება, როგორც სამრეწველო, ისე ინოვაციის ლაბორატორიები. მნიშვნელოვანია ის, რომ ტექნოპარკი მისცემს დამწყებ ბიზნესებს, რომლებიც ინოვაციური მიმართულებით მუშაობენ, ტექნოპარკში ძალიან შეღავათიანი ფასით იქირაონ მათთვის სამუშო ადგილები. ასევე, ინდივიდებს საერთო სამუშაო სივრცეში შემოქმედებითი მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც ნახეთ საკმაოდ ლამაზი შენობა გამოვიდა. ადგილიც ძალიან კარგია შერჩეული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ადაპტირება გავუკეთეთ და მივიღეთ "ინოვაციური სტრატეგია 2020“. აღნიშნული ტექნოპარკიც ამ სტრატეგიის ნაწილია. მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წლისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებიდან და მომსახურებების გაყიდვიდან საზღვარგარეთ საქართველოს საგადამხდელო ბალანსში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა გაჩნდეს, დაახლოებით 500 მილიონი. შესაბამისად, ამას სჭირდება ძალიან ბევრი ადამიანის მომზადება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც შეიქმნა 2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინდა მადლობა გადავუხადო მის ხელძღვანელებს იმისთვის, რომ ძალიან ბევრი და კარგი რეფორმა გაატარეს. ისინი არიან ამ პროცესის წარმმართველები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი. მომავალი წლის განმავლობაში დავიწყებთ მშენებლობებს, რომლის მიხედვითაც ყველა დასახლებული პუნქტი, სადაც 200-ზე მეტი მოსახლეა დაიფარება ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები.

ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ის განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

ტექნოლოგიურ პარკს დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში. მას პარკს შეუძლია შესთავაზოს სტარტაპ და პატარა კომპანიებს ისეთი რესურსები, რომელიც მათთვის აქამდე ძნელად წარმოსადგენი იყო. ტექნოპარკი არის ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე ინოვატორებისათვის, იდეების კონკრეტულ პროტოტიპებად ან პროდუქტებად გადასაქცევად.
ტექნოლოგიური პარკი დიდ როლს თამაშობს:
  • ახალი ბიზნესის შექმნაში
  • არსებული ბიზნესის განვითარებაში
  • ახალი კომპანიების შექმნაში
  • ინოვაციების კომერციალიზაციაში
  • მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს, როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტექნოლოგიური პარკი 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, "სილიკონ ველში, სტენფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა, ხოლო დღესდღეობით ტექნოლოგიური პარკი მოწყობილია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და საერთო ჯამში, დაახლოებით 200 000 კომპანიას ემსახურება.

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობაში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42