რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებით NGO- ები განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება - 17:59, 22 Sep, 2015     1366
პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:

"21 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე, სახელწოდებით Georgian Ultras, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის ქუჩებშიმშვიდობიან ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორი ეპიზოდი. ვიდეოს ახლავს აღწერა:

"ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს ''გაწმენდით სამუშაოებს''. თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგებიწარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ."

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული იყო განსხვავებული ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების მიმართ სიძულვილის შემცველი სხვავიდეო, ფოტო მასალა და სიმბოლიკა. აღნიშნული ფეისბუქ გვერდი ამჟამად აღარ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახერხეს ძალადობის ამსახველი მასალის შენახვა. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის, ფოტოებისა და ტექსტების ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული ჯგუფი კარგად არის ორგანიზებული და სოციალური ქსელების გამოყენებით ეწევა ქსენოფობიური იდეების პროპაგანდას; ამასთან, ფიზიკურად ძალადობს განსხვავებული რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) ოფიციალური ინფორმაციით, "ბერგმანის" ვიდეოს პირველ ეპიზოდში ასახული პირის ცემის ფაქტზე გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ შსს-მ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა ძალადობრივი ფაქტის დროული იდენტიფიცირება და გამოძიების დაწყება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, სამინისტრომ ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მისცეს და გაითვალისწინოს საქმეში მკვეთრად გამოხატული რასობრივი და ეთნიკური სიძულვილის მოტივი. ამ მიმართულებით, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ.

ქსენოფობია და რასიზმი, მით უფრო, მათი ექსტრემისტული გამოვლინებები, საფრთხეს უქმნის თითოეულ ადამიანს, განსხვავებული ჯგუფების მშვიდობიან თანაარსებობასა და ქვეყნის პოზიტიურ აღქმას საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთ დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დისკრიმინაციისა დასიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება; მათი მხრიდან საკითხის მნიშვნელობისა და სენსიტიურობის ადეკვატური აღქმა.

ზემოთხსენებული ჯგუფისგან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, არსებითია, შსს-მ განახორციელოს ყველა გონივრული ღონისძიება ჯგუფის დროული იდენტიფიცირებისა და მომავალში ძალადობის პრევენციის მიზნით."- აღნიშნულია განცხადებაში.


აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
კავშირი "საფარი"
იდენტობა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42