საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 11:36, 22 Sep, 2015     2311
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, პერიოდული შეკეთებისა და რეაბლიტაციის ტენდერებში მონაწილე კომპანიების მხრიდან, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით, გახშირდა: სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი, ფინანსური შესაძლებლობების ამსახველი და პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან სხვა ინფორმაციის გაყალბების; სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობისას, არაკონკურენტული გარემოს ხელოვნურად შექმნის; შემსყიდველის შეცდომაში შეყვანის გზით უპირატესობის მდგომარეობის მოპოვების მცდელობის ფაქტები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი პრევენციის მიზნით, საგზაო სამუშაოების შესყიდვის მსურველ ორგანიზაციებს შეახსენებს, რომ აღნიშნული სახის ნებისმიერი მცდელობაგამიზნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ასევე, აფრთხილებს, რომ მსგავს შემთხვევებში არაკეთილსინდისიერი პრეტენდენტი დარეგისტრირდება შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში - „შავ საიში“, 1 წლით ჩამოერთმევა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება და არ დაუბრუნდება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის სახით დაკავებული თანხა- ტენდერის სავარაუდო ღირებულების 1% (საერთაშორისო ტენდერების შემთხვევაში ამოქმედდება დონორი ორგანიზაციის პოლიტიკით გათვალისწინებული სანქციები) და დაეკისრება კანონსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმის შესაბამისი პასუხისმგებლობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერში მონაწილე პირებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და კეთილსინდისიერად, რათა სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდეს შეფერხებების გარეშე და ხარისხიანად, ხოლო სამშენებლო კომპანიებს არ შეექმნათ სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრობლემები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42