მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 10:19, 22 Sep, 2015     25092
შპს „სტუდია მაესტროს“ მეწილე მაკა ასათიანი ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. მისი თქმით „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი პარტნიორის- გია გაჩეჩილაძის განცხადება მოულოდნელობაზე ან ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. მაკა ასათიანის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორის, 25%-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის განცხადება:

როგორც ცნობილია, შპს „სტუდია მაესტროს“ მენეჯმენტმა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით.

ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ამდენად, შპს „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით.

ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა.

ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს ტელემაესტროს განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება.

რაც შეეხება „ტელემაესტროს“ მიმდინარე საქმიანობას და მომავალს, მე, როგორც მაესტროს ერთ-ერთი პარტნიორი, პირობას ვდებ საზოგადოების და ტელემაესტროს კოლექტივის წინაშე, რომ კანონის სრული დაცვით გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ სამართლებრივმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ტელევიზიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ტელემაესტროს“ არც მიმდინარე და არც სამომავლო ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

მიმდინარეობს ძალზე ჩვეულებრივი, აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან."- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც 22 სექტემბრით თარიღდება.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი მეწილის გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მაესტროს დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალქო სასმართლოს მიმართა განცხადებით, სადაც ის ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს. გაჩეჩილაძის თქმით 4 სექტემბერს ტელეკომპანიაში ჩატარდა პარტნიორთა კრება , სადაც ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეწილემ მაკა ასათინმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა. რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს , რომ გაკოტრების საქმე დაიწყოს. მეწილეების ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თავად გია გაჩეჩილაძე, რომელიც კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელია. მისი თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისთვის, რომ შემდეგ ის აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42