ლარის გამყარებას საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით - ნოდარ ხადური
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:30, 21 Sep, 2015     2382
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის გამყარებას საშუალოვადიან პერიოდში ელოდებიან.
როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები არის სრულიად ამოწურული.
"ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც რეფინანსირების სესხებს ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა, საქართველოს ეროვნული ბანკი, შევთანხმდით, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა არ დავუშვათ მომავალში ასეთი ტიპის ცვლილებები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადურმა ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.
" ფონი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ჩამოყალიბდა და მეზობელ სახელმწიფოებში არსებული ვითარება ხელსაყრელი არ იყო, თუმცა ის, რომ ექსპორტსა და იმპორტს შორის თანაფარდობა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი ნაკლებია, გაუმჯობესებულია ექსპორტის სასარგებლოდ, ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ დოლარის შემოდინება მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო პროგრამებს და მოვიზიდავთ დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42