„ჩემი მიზანი ხევსურეთში უნიკალური ნაგებობების ჩვენება იყო...“- გია ჯაჯანიძე ბოდიშს იხდის
საზოგადოება - 19:40, 21 Sep, 2015     20803

მას შემდეგ რაც "ჯაჯანიძის შოუ" სკანდალში გაეხვა, გადაცემის წამყვანმა პირველი კომენტარი გააკეთა და საჯარო ბოდიშიც მოიხადა.

"ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ ხევსურეთში დიდი პატივისცემით ჩავედით მხოლოდ იმ მიზნით, რომ მთელ საქართველოს და მსოფლიოს ენახა ხევსურეთი. მოკრძალებით ჩავედით. ახალგაზრდებმა თუ მუსიკა ჩართეს და იცეკვეს, არა მგონია, ეს დანაშაული იყოს. არ ვიცოდი, რომ ცეკვა აღვირახსნილობა იყო",- განუცხადა "ფორტუნას" შოუს წამყვანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: "გია, იქნებ, თამო ვაშალომიძის თამამმა დეკოლტემ გააღიზიანა ხევსურები?", ტელეწამყვანი პასუხობს, რომ ის ვარშალომიძის კოსტიუმების მხატვარი არ არის.

"მე არ ვარ თამუნა ვაშალომიძის კოსტიუმების მხატვარი, რაც უნდოდა, ის ჩაიცვა. არაფერი ისეთი მის ჩაცმულობაში არ ყოფილა. ამ გამოხმაურებით გაოცებული დავრჩი. ტრადიციული ხმალაობა ვაჩვენეთ, გადავიღეთ შატილობა, პირიქით გვინდოდა გამოგვსვლოდა, მთის მიმართ დიდი მოწიწებით ვარ განწყობილი.

ჩემი მხრიდან თუკი ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხევსურეთში ჩავედით უნიკალური ნაგებობების საჩვენებლად, პირველ რიგში, ტურისტებისთვის. გვინდოდა, ენახათ, რა სიმდიდრე გვაქვს",- აცხადებს ჯაჯანიძე.

შეგახსენებთ, რომ ხრიდოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ნუკრი მჭედლიშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც გია ჯაჯანიძე და მისი გადაცემის სტუმრები ხევსურული სიწმინდეების შელახვაში დაადანაშაულა და „სხვა რაკურსს“ უმსგავსობაში დასდო ბრალი.

" მიუხედავად იმისა, რომ მთას უკვე აღარ უკვირს ბარიდან მოსული სტუმრების მიერ სალოცავების წაბილწვა, წლევანდელ შატილობას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსმა“ და გია ჯაჯანიძემ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს...“,- წერს მჭედლიშვილი.

წყარო: რადიო - "ფორტუნა".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42