ფესტივალი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება და ღია ცის ქვეშ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალზე დაუკრავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები.
25 სექტემბერს მაყურებლის წინაშე წარდგებიან:
ყველასთვის საყვარელი ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა.
ქართველი არტისტები: Berika, Greenbeam & Leon, Bero.
სპეციალური სტუმარი FAIRMONT.
26 სექტემბერს:
Green Room და Salio
ქართველი არტისტები: Bacho, Cobert, Zurkin
სპეციალური სტუმრები BRETT JOHNSON დაMISHKIMOVES.
კომპანია „ფრესკო“ საჩუქარს უკეთებს ყველა იმ ადამიანს ვისაც უყვარს მუსიკა. ეს არის ფრესკოს საჩუქარი თბილისს და სწორედ ამიტომ, სთავაზობს მათ, 2 დღის მანძილზე 25 და 26 სექტემბერს საღამოს 7 საათიდან საუკეთესო მუსიკოსების მიერ გამართულ დაუვიწყარ ფესტივალს, რომელზეც დასწრება არის სრულიად უფასო.
FRESCO MUSIC FEST ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წელსაც სექტემბრის ბოლო უიქენდზე გაიმართება.
დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე www.facebook.com/FrescoRetailGroup ან ვებ გვერდზე www.fresco.ge
მასალის გამოყენების პირობები