ეკა ჩხეიძის წონის შენარჩუნების საიდუმლო და სახის კანის მოვლა ბებიის რეცეპტით
საზოგადოება - 20:43, 20 Sep, 2015     26897
მსახიობი ეკა ჩხეიძე თავის მოვლის საიდუმლოს გვიმხელს, რომელიც იაფი და ეფექტურია ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისთვის.

- ეკა, როგორ ინარჩუნებთ კარგ ფორმას?

- ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. საერთოდ არ ვნერვიულობ იმაზე, რომ წონაში მოვიმატებ. რისიც გეშინია, ის აუცილებლად გემართება. ფსიქოლოგიურ მომენტს ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს. ჭამაში არ ვზღუდავ საკუთარ თავს. არ მიყვარს ისეთი საჭმელები, რომლებიც ასუქებს. არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი, რომელიც ქოლესტერინის ბუდეა. ხაჭაპური და ხინკალიც შეიძლება მომინდეს, მაგრამ ეს ორ თვეში ერთხელ ხდება. საერთოდ, ცოტას და ხშირად ვჭამ. ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ

არ ვსუქდები. არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე და ცხოვრებაში არ მივარჯიშია. სწორ კვებაში კი შედის ის, რომ ხორცთან ერთად არასდროს ვჭამ პურს. თუ მომინდა, შევჭამ ტკბილსაც და ხაჭაპურსაც.

ზაფხულში კიტრის და პომიდვრის სალათით ვიკლავ შიმშილის გრძნობას. ცივი ყავა ნაყინით უკვე მანაყრებს.

- თმის მოვლის რაიმე მეთოდი გაქვთ?

- არანაირად არ ვუვლი თმას. ზღვაშიც ჩვეულებრივ ვბანაობ და არ ვუფრთხილდები. არ ვიყენებ ბალზამს, რომელიცვითომ არბილებს თმას, მაგრამ ის დაარბილებს თმის ძირებსაც და არ მინდა, ცვენა დამეწყოს. შამპუნებს.

აფთიაქში ვყიდულობ, თმისთვის არანაირ ნიღბებს არ ვიყენებ.

- სახის კანს როგორ უვლით?

- ბუნებას ვარ მინდობილი, არ ვიპრანჭები. ზღვაზე მხოლოდ მზისგან დამცავ ნიღაბს ვისვამ. ზაფხულში სახის კრემს საერთოდ არ ვხმარობ.

- თავის მოვლის ბებიების რეცეპტს იყენებთ?

- ბებიების ძალიან კარგ რეცეპტს ვიყენებ. აფთიაქში ვყიდულობ ზეთოვან ვიტამინებს, რომელიც კაპიკები ღირს, ვყიდულობ A, E ვიტამინებს, ალოეს და ქაცვის ზეთს და ერთმანეთში ვურევ. მშრალი კანისთვის ეს ძალიან კარგი ნარევია. არაფერი განსაკუთრებული ამის მომზადებაში არაა. ხანდახან ხილს თუ წაისვამ, მაგალითად, მარწყვს, ჟოლოს ან ბანანს, ესეც კარგია სახის კანისთვის.

- ალბათ არასდროს მოინდომებთ პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას...

- თუ დამჭირდა, აუცილებლად გავიკეთებ. ვფიქრობ, ქალი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს. რა თქმა უნდა, არაბუნებრივად გადაჭიმული არ უნდა ჰქონდეს სახის კანი, მაგრამ ფორმაში ყოფნის გამო პატარა ჩარევები გარეგნობაში არ უნდა იყოს პრობლემა.

კიდევ ერთ კარგ რჩევას მოგცემთ, ნაკლები ინერვიულეთ, ხშირად გაიღიმეთ და ყოველთვის

ახალგაზრდა იქნებით.

ჟურნალი ''რეიტინგი''





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42