სხდომას, რომელიც ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, გამგეობის 8 წევრიდან 4 ესწრებოდა, თუმცა იქ მისულ ჟურნალისტებს, "სხდომის "ხელმძღვანელი, ბენო თავბერიძე გვიმტკიცებდა, რომ შეხვედრას, 8 დელეგატიდან, ხუთი დაესწრო.
სხდომა დახურული იყო და კომენტარები გამგეობის იქ მყოფ წევრებმა, მისი დასრულების შემდეგ გააკეთეს.
ბენო თავბერიძე-გამგეობის წევრი-ჩატარდა სხდომა რომელზეც ავირჩიეთ დელეგატი, ხმის უფლების მქონე იური ჩხაიძე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში.
-სხდომა იყო უფლებამოსილი?
-აბა არ იყო?
-პრეზიდენტი ესწრებოდა?
-არა, შევატყობინეთ და არ ჩამოვიდა, ველოდით.
-რამდენი ხანი ელოდით?
-ნახევარი საათი.
-რის საფუძველზე ჩატარდა სხდომა, წესდება გაქვთ?
-სხდომა ჩატარდა ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე.
-სად არის ეს გადაწყვეტილება?
ბენო თავბერიძე გვაწვდის გაზეთ "ლელოს" სადაც სტატიაა ამ გადაწყვეტილებაზე.
-წესდება თუ შეიძლება გვანახეთ?
თავბერიძე:-წესდება არ მაქვს მაგრამ ისე წაკითხული გვაქვს.
იური ჩხაიძე-გამგეობის წევრი-ვერა და ვერ მოვიპოვეთ წესდება, არ გვაძლევს პრეზიდენტ
-რამდენი წელია ბატონო იური გამგეობის წევრი ხართ?
-6 წელია.
-და ამ ხნის მანძილზე წესდება ვერ მოიპოვეთ?
-ნუ ახლა, რა ვიცი, ბენომ გესაუბრათ.
გამგეობის დახურული სხდომა, მას შემდეგ დასრულდა, როცა სხდომის ერთ ერთმა მონაწილეს ტელეფონით სხდომის შესაძლო დასრულების უფლების შესახებ შეატყობინეს.
კარის მეორე მხრიდან მდგომ ჟურნალისტებს, სხდომის მიმდინარეობისას გამგეობის წევრთა საუბარიც გვესმოდა-მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, სხდომაზე, გამგეობის წევრი ჩოხატაურიდან, გრიშა თოდრია ანეკდოტებს ყვებოდა, ნახევარი საათის შემდეგ კი აზრი ორად გაიყო, ბენო თავბერიძე "სხდომის" დასრულების მომხრე იყო, ხოლო იური ჩხაიძე წინააღმდეგი იყო:"ერთი ნახევარი საათი ან ორამდე მაინც დაველოდოთო"-აცხადებდა ჩხაიძე და არგუმენტად ის მოჰყავდა, რომ "წინა სხდომა რომ ადრე დავამთავრეთ მთავრობამ საყვედური გვითხრაო".
მასალის გამოყენების პირობები






