“გამგებელმა გვითხრა, ბიუჯეტში ფული არაა, ჩემი ჯიბიდან ხომ ვერ მოგცემთო”-4-სულიანი ოჯახი ქუჩაში რჩება
საზოგადოება - 16:50, 19 Sep, 2015     3330
,,ჩვენ ღარიბი არა - ღატაკები გვქვია. აბა, სხვა რა დავარქვა ახლა იმას, როცა საკუთარ რაიონში დღე-და ღამე იმაზე ფიქრში ვათენებ, რომ შეიძლება ხვალ ქუჩაში აღმოვჩნდეთ და ფეხმძიმე რძალით კარზე ვის მივადგე არ ვიცი.“ _ ეს სიტყვები აცანაში მცხოვრებ 4 სულიანი ოჯახის დიასახლისს, 62 წლის ქალბატონს ელზა კვაჭანტირაძეს ეკუთვნის.

როგორც ქალბატონი ყვება, ავარიული და დანგრევის პირას მყოფი საცხოვრებლის გამო გადმოვიდნენ და 3 წელია შუხუთში სხვის კუთვნილ სახლში ცხოვრობენ:

,,მანამდე აცანაში ვცხოვრობდით, მაგრამ,ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ ყველას ჩაცმულებს გვძინავდა, რადგან პატარა ქარი ამოვარდებოდა თუ არა, მაშინვე გარეთ გამოვრბოდით, ჭერი რომ თავზე არ დაგვმხობოდა. აკვანივით ირწეოდა ჩვენი სახლი, დასკვნაც კი აქვთ დადებული, რომ შიგნით აღარ იცხოვრებოდა. რამდენი ხანია გვპირდებიან, დახმარებას. გამგებელმა გვითხრა, რომ მოგვეძებნა რამე სახლი და მერე რომ მივედით, რა გვითხრა იცით? მე ჩემი ჯიბიდან ხომ ვერ მოგცემთო? ფული არააა და რა გიყოთ-ო“ _ ამბობს ქალბატონი.

დასკვნა, რომლის მიხედვითაც თედორაძეების სახლი საცხოვრებლად უვარგისია, ლანჩხუთის მუნიციპალუტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის მიერაა დადებული, რომელიც 25.07 2015 თარიღდება, რაშიც ვკითხულობთ, რომ ,,აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ალიკო თედორაძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად ამორტიზირებულია , ხის კონსტრუქციები უვარგისია , კრამიტის სახურავი წყალს ვერ ამაგრებს , ასევე უვარგისია სახურავის ხის კონსტრუქციები კედლები და იატაკი“ _ დასკვნას ხელს ამავე სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძე და რამდენიმე თანამშრომელი აწერს. თუმცა, ალიკო თედორაძე ამბობს, რომ ადგილზე არავინ ასულა და დასკვნაც ისე დაიდო. ,, ყველამ იცის ჩვენი პრობლემა, ისიც იციან, რომ იქ აღარ იცხოვრება და ისე დაიწერა ეს დასკვნაც, ადგილზე მოსვლაც აღარ გახდა საჭირო.

,, ახლახანს, პირადად მე ვიყავი შესული გუბერნატორთან. იცით რა მითხრა? შენნაირი გაჭირვებული აქ ბევრი მოდის და ყველას როგორ დაგეხმაროთო? მანამდე ზაზა ურუშაძესთან რამდენჯერ ვიყავი შესული არ მახსოვს . თუმცა რა, შედეგი არაფერია. დედაჩემი დაავადმყოფთა უკვე ამდენი ზევით-ქვევით სიარულით. სად არ იყო , ახლა ლოგინად ჩავარდა, იმდენად ცუდადაა. გულთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები აქვს.

მოციმციმე არითმია მაქვს. სამკურნალოდ სად აღარ დავდივარ , ეს სოციალურიც რომ არ მქონდეს, რა გვეშველება. ამ ჩემს დაავადებას პოლისი არ აფინანსებს და სახლის ყიდვის თავის, რომ მქონდეს . ამდენს ხომ ვირბენდი დახმარების სათხოვნელად? ვინ არ შევაწუხეთ. თუმცა, გამგეობის ზოგიერთი თანამშრომელი ყურადღების ღირსადაც არ გთვლის და ნორმალურ პასუხს არ გვაძლევს. არადა, ამ თვის ბოლომდე მაქვს ვადა,ეს სახლი უნდა დავცალოთ. თუ დამიჯერებთ, ღამე არ მძინავს. ან როგორ დავიძინო, როცა ვიცი, რომ ღამის გასათევი არ გვექნება? ქირავნობაც რომ შემოგვთავაზონ, სულ ქირით ხომ არ ვიქნებით? სადღაც ორი ოთახიც რომ მოგვცენ ეს რამხელა ბედნიერება იქნება ჩვენთვის“.

ქალბატონი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების გამო, ბანკიდან სესხი გამოიტანა და ახლა სოციალურ შემწეობასაც ბანკის ვალის გასტუმრებას ხმარდება:. ,,სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვავს. აქ რასაც ხედავთ ავეჯს, ეს ამ სახლის მეპატრონისაა. კარადა რომ კარადაა, ისიც არ გვაქვს. შვილისშვილს ველოდები სულ მალე და რას ვიზამთ არ ვიცი. იქნებ ვინმემ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაგვეხმაროს. თუ არადა , მალე ჩემი ფეხმძიმე რძალით გარეთ, ღია ცის ქვეშ აღმოჩვნდებით“ _ დასძინა ქალბატონმა.

თედორაძეების ოთხსულიანი ოჯახის პრობლემებს კარგად იცნობენ ლანჩხუთის გამგეობაში, თუმცა, როგორც გამგეობის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ კომენტარში ვკითხულობთ, მათი საცხოვრებელი სახლი სტიქიის შედეგად არ არის დაზიანებული, აქედან გამომდინარე სახელმწიფო პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან:

“ამ ოჯახს, კონკრეტულად ელზა კვაჭანტირაძეს, მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმდინარე წელს ერთჯერადი დახმარების პროგრამით დაეხმარა და მას გადაერიცხა ანგარიშზე 150 ლარი. ქალბატონის სახლი სტიქიის შედეგად დაზიანებული არაა და ამდენად, სახელმწიფო პროგრამაში ვერ ჩაერთვება, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შესთავაზა ქირავნობის პროგრამაში ჩართვა, რაზედაც ქალბატონი არ დათანხმდა. მას გამგეობის სოციალურ სამსახურში არც აქვს დოკუმენტაცია სრულად წარმოდგენილი, რომ ქირავნობა განხორციელდეს”-გვიხსნიან პრესსამსახურში.

წყარო: გურიის მოამბე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42