2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ ვრცელი შეკრება გაიარა და სამი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა. მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის თქმით, მოსამზადებელმა პერიოდმა ნაყოფიერად ჩაიარა და შედეგი უშუალოდ ჩემპიონატზე გამონდება.
"ბორჯღალოსნების" ძირითად შემადგენლობაში შვიდი ისეთი მორაგბეა, რომლებიც მსოფლიოს თასზე პირველად ითამაშებენ. ესენია: თამაზ მჭედლიძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი აფციაური, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე. რვა სათადარიგოდან კი ასეთი ექვსია: შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასეიშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ბეგაძე, გიორგი ფრუიძე და მურაზ გიორგაძე.
მატჩი ჩვენი დროით 15:00 სთ-ზე, ქალაქ გლოსტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" გაიმართება.
ბორჯღალოსნები ტონგას შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან:15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
მასალის გამოყენების პირობები






