სკოლამდელი აღსაზრდელთა დაწესებულებების სფეროში სიახლეა - საქართველოში English World Corporation-ის ახალი საბავშვო ბაღით “ინგლისური სამყარო დირსიში” გაიხსნა. ის ბოლო პერიოდში ერთადერთი ახალი საბავშვო ბაღია, რომელიც, დაწესებულების ხელმძღვანელთა თქმით, მსურველებს ბავშვის განვითარების უნიკალურ კონცეფციას სთავზობს, რომელიც აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის გამოცდილებაზე დაყრდნობითაა შემუშაბებული. სკოლმდელი აზღრდის დაწესებულებაში ამბობენ, რომ სწავლის საფასური - 450 ლარი რეალურად პასუხობს იმ ხარისხს, რასაც “ინგლისური სამყარო დირსიში” დასაქმებული პროფესიონალები სთავაზობენ მშობლებს. ახალი საბავშვო ბაღი აღჭურვილია ულტრა-თანამედროვე სტანდარტებით, დაცულია უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმებით. ახალი საბავშვო ბაღში ინგლისური ენის სწავლება მიმდინარეობს ბრიტანული მეთოდოლოგიით, რომელიც არის შექმნილი მაკ მილანის და პირსონის მიერ. გარდა ამისა, როგორც ბაღის დამფუძნებლები აცხადებენ, ცალკე ასწავლიან ბავშვებს მათემატიკურ უნარებს.
,,ნიუპოსტი“ ახალი საბავშვო ბაღის - “ინგლისური სამყარო დირსიში” დირექტორს, ვანო ბურდულს ესაუბრა. რითია განსაკუთრებული და რატომ თვლიან ისინი, რომ საფასური ბაღში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისია.
_ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკეთესო დღეს არსებულ ბაღებს შორის, უფრო მეტიც ძალიან იშვიათია ამ ტიპის ინფრასტრუქტურის, პროგრამების და კურიკულუმების საბავშვო ბაღი ევროპაშიც და ამერიკაშიც.
_რომ დაასახელოთ 5 უნიკალური მახასიათებელი, რაც განასხვავებს სხვა საბავშვო ბაღებისგან.
_პირველი ეს არის უსაფრთხოება, რაც ნებისმიერი მშობლისთვის მნიშვნელოვანია, აქ იგულისხმება როგორც ფიზიკური, ასევე ჰიგიენის ნოერმების დაცვა და კვება. დავიწყოთ ფიზიკური უსაფრთხოებით. ამ საბავშო ბაღს აქვს რამდენიმე დონიანი უსაფრხოების სისტემა. პირველი არის ის, რომ ბაღი მდებარეობს უბანში, რომელიც არის იზოლირებული და რომელსაც ჰყავს სპეციალური დაცვა. იქ საშვების გარეშე შესვლა შეუძლებელია. მანქანით გადაადგილება არის შეზღუდული და საშვი ესაჭიროება მშობელსაც და სტუმარსაც. ყველას აქვს ელექტრონული გასაღები. უშუალოდ საბავშვო ბაღს იცავს კერძო დაცვის სამსახური, მუდმივად იმყოფება შენობაში დაცვის ოფიცერი, შენობა არის აყვანილი ელექტრონული სიგნალიზაციის რეჟიმზე და სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით, მუდმივად ხდება შემოწმება ჰაერში ჟანგბადის რაოდენობის. ამას დამატებული, თითოეულ ოთახში კონტროლდება ტემპერატურა და ყველა ოთახში არის დამონტაჟებული ანტისახანძრო სისტემა. რაც შეეხება კვების უსაფრხოებას - გამოყენებულია 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიის აპარატურა, მათ შორის ჭურჭელი, რომელიც მუდმივად გადის სტერილიზაციას. თვით თეფშებიც კი, რომელზეც ბავშვი ჭამს, არის სპეციალურად დამზადებული, რომელიც არ ტყდება, თუმცა ჩვეულებრივად ექვემდებარება სტერილიზაციას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კედლებზე არის სპეციალური მასალა, რომელიც არბილებს კედელს და ბავშვი ტრამვას არ მიიღებს, ყველა კუთხე არის დაფარული სპეციალური რეზინებით, კიბე არის გაკეთებული ისეთი, რომელიც არ სრიალებს და ა.შ. მათ შორის, რეზინის იატაკი იმისათვის, რომ დერეფნებში ბავშვს ფეხი არ აუსრიალდეს და არ დაეცეს, ასეთივე რბილი იატაკია საკლასო ოთახებში. ყველა ბავშვს აქვს თავისი პერსონალური კარადა, სადაც ინახავს ტანსაცმელს და ყველა ოთახს გააჩნია პირადი გასახდელი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ პერსონალის სანიტარულ ნორმებს, მათ გავლილი აქვთ სპეციალური ანალიზები და აქვთ მიღებული სერტიფიკატი, რომ ისინი არიან ჯანმრთელი.


მეორე არის პროგრამები, კურიკულიუმი და ის, რასაც პედაგოგებს ვასწავლით. საუბარია იმაზე, რომ ბაღი არის ძვირადღირებული. ეს ასე არ არის. ეს არის მინიმალური თანხა, რომელშიც გათვლილია სერვისი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ.
_ჩვენ მოვიძიეთ რამდენიმე კერძო ბაღი თბილისში, რომელიც ძვირადღირებულად არის მიჩნეული, მათ შორის არის თქვენი საბავშვო ბაღი. თქვენ საუბრობთ პროგრამებზე, რა არის ამ პროგრამებში განსაკუთებული, რის გამოც მშობელი გადაწყვეტს, გადაიხადოს დაწესებული თანხა?
_მე მაგალითად გეტყვით, რომ ამ საბავშვო ბაღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის ის, რომ აქ ასწავლიან ინგლისურ ენას განსხვავებული მეთოდით. აქ არიან მოწვეული პედაგოგები, რომლებიც არიან გადამზადებული საგანგებოდ პატარა ბავშვებთან მუშაობაში. ყველა ბავშვს ხვდება კომპლექტი სახელმძღვანელობისა და რვეულების, რომლის ღირებულებაც არის 100 დოლარი, ანუ ბავშვს ვჩუქნით, ეს არის მათთვის უფასო. მაგალითად, თქვენ რომ ინგლისურზე კერძო პედაგოგთან მიიყვანოთ ბავშვი, თანხა რომელსაც გადაიხდით იქნება 100 დოლარი. ჩვენთან ეს შედის საფასურში. გარდა ამისა ვასწავლით მათემატიკურ უნარებს კომაროვის სკოლის გამოცდილების გაზიარებით. თან ჩვენთან ბავშვები სწავლობენ მხოლოდ და მხოლოდ თამაშით, არანაირი დაძალების მეთოდით. ჩვენ ვასწავლით ბავშებს კრიტიკულ აზროვნებას და ვასწავლით ბავშვებს, რომ ისინი არიან თავისუფალი ადამიანები და დიდი სამყაროს ნაწილი. ჩვენ ავიღეთ პროექტზე მუშაობის ფინური მოდელი, რომელიც ძალიან გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ბავშვს თვეში აქვს ერთი საერთო ჯგუფური პროექტი, რომლის მიხედვითაც ბავშვი სწავლობს რომ ყველაფერი არის დროში გაწერილი. რაც ძალიან საინტერესოა ასევე, ბავშვებს აქვთ მებაღეობის და კულინარიის გაკვეთილები, ბუნებრივია, ვისაც ამის სურვილი აქვს.
თქვენ მკითხეთ, 5 მახასიათებელი და მესამეს გამოვყოფდი ინფრასტურქტურას - ასეთი ინფრასტრუქტურის ბაღი დამერწმუნეთ საქართველოში არ არსებობს - თავისი სპორტული მოედნებით, ჩანჩქერებით, ჩაკეტილი უნიკალური, რბილი იატაკის ეზოთი, თავისი ატრაქციონებით, ყველა გასართობი ოთახი არის ქვეყნების მიხედვით გაწერილი - კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი.


აუცილებლა გამოვყოფდი პედაგოგების გადამზადების საკითხს. ყველა პედაგოგი და აღმზრდელი ძიძა არის ჩვენს მიერ ახალი მეთოდოლოგიებით გადამზადებული.
_კერძოდ რას გულისხმობს თქვენი მეთოდოლოგია და რა გამოცდილებას ეყრდნობა?
_ჩვენ ვართ ექსკლუზიური პარტნიორები ისეთი დიდი გამომცემლობის, როგორიც არის მაკ მილანი, რომელმაც მოგვცა ბავშვებისთვის სწავლის მეთოდიკა და შესაბამისი სახელმძღვანელოები და ბოლოს - ადგილმდებარეობა, რომელზედაც ბევრმა აღნიშნა, რომ არის შორს, თუმცა ვერ დავეთანხმები. ეს არის მტკვრის პირას, სადაც მტკვარი სუფთა მოედინება. თავისუფლების მოედნიდან არის ზუსტად 11 წუთი საცობების გარეშე. მოგეხსენებათ, საცობები არის საბურთალოს, ვაკის მიმართულებით. ამ მიმართულებით საცობები სწორედ რომ არ არის. რაც მთავარი ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ადგილი. ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია და ყველა ბავშვი და მშობელი, რომელიც იყო მოსული, დარჩა აღფრთოვანებული, ბევრმა მათგანმა უკვე გადაწყვიტა კიდეც ბავშვის ამ ბაღში შემოყვანა და დარწმუნებული ვარ, კმაყოფილნი იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები






