თბილისის მერი დავით ნარმანია ვარშავის მერს შეხვდა
საზოგადოება - 17:10, 18 Sep, 2015     1174
პოლონეთში ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია ვარშავის მერს ჰანა გრონკევიჩ-ვალტცს შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივი ადმინისტრირების კუთხით ვარშავის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პოლონური მხარე ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით საქართველოს მუდმივად ეხმარება.

"ვისაუბრეთ ადგილობრივი ადმინისტრირების კუთხით ვარშავის გამოცდილებაზე, ასევე განვიხილეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო მაგალითი , რაც მათ ურბანული განვითარების კუთხით გააჩნიათ",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

"მოხარული ვარ, რომ თბილისის მერთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. განვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები , საქართველოში ამ კუთხით ერთ-ერთი მრჩეველი სწორედ პოლონეთიდანაა. ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია და მის გარეშე დემოკრატიის მთლიანი სისტემა წარმოუდგენელია",- განაცხადა ვარშავის მერმა ჰანა გრონკევიჩ-ვალტცმა.

ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ევროპული ქარტიის შესრულების სტატუსსა და სამომავლო პერსპექრივებზე იმსჯელეს, განიხილეს მდგრად განვითარებასა და მრავალსაფეხურიან მმართველობასთან დაკავშირებული თემები, ისაუბრეს თვითმმართველობასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საქართველო ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოა. მისივე განცხადებით, პოლონური გამოცდილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით, არამედ ევროპული მართვის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისითაც.

"ჩვენ სწორედ აღნიშნული ქარტიის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ ადგილობრივ თვითმმართველობას ვაშენებთ, ამიტომაც პოლონური გამოცდილება ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა ქარტიის აღსრულებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვარშავიდან თბილისის მერი ლუბლიანაში გაემგზავრება, სადაც ლუბლიანას მერთან ერთად ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის დაძმობილების განახლებულ ხელშეკრულებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42