ექსკლუზივი: საბანკო ხელშეკრულების სკანდალური ისტორია - 10 წლის ბავშვს სახლიდან ასახლებენ
საზოგადოება - 16:45, 18 Sep, 2015     6630
სასამართლოს მიერ 5 წლის ასაკში მევალედ აღიარებული გიორგი კახურაშვილი ქუჩაში დარჩენის მოლოდინშია. როგორც „ნიუპოსტს“ არასრულწლოვანის დედა, ნანა კახურაშვილი უყვება მამის მიერ აღებული ვალის გადახდას 10 წლის გიორგის დღემდე სთხოვენ.

ნანა კახურაშვილის ინფორმაციით, გაუთავებელმა სასამართლო დავამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია: მოზარდს ნერვიული სისტემის მოშლა აღენიშნება.

როგორც მოქალაქე ნანა კახურაშვილის მოინაყოლიდან ირკვევა, 5 წლის წინ, მოკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალმა“, იმედა კახურაშვილთან (ბავშვის მამა ავტ.) დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გიორგი კახურაშვილის ( 2005 წელს დაბადებული) საკუთრებაში არსებული, საცხოვრებელი სახლი, რომელიც გიორგის ბაბუამისმა ჩუქების ხელშეკრულებით 2008 წელს გადასცა.

ნანა კახურაშვილი ირწმუნება, რომ 2009 წელს, როდესაც მისმა მეუღლემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციდან ბიზნესის დასაწყებად სესხი მიიღო „ჯორჯიან კაპიტალის“ იურისტს მათთვის არ მიუციათ განმარტება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ბავშვთა უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მიხედვით მცირეწლოვანი ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება ეკრძალებოდათ.

მოქალაქე აცხაებს, რომ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გიორგი კახურაშვილის სახელზე არსებული ქონება გასხვისდა აუქციონზე.

სახლის ამჟამინდელმა მესაკუთრემ კი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და ოჯახის გამოსახლება 3 - ჯერ მოითხოვა.

ნანა კახურაშვილი, გიორგის დედა: 2009 წელს ჩემმა მეუღლემ ბანკიდან გამოიტანა კრედიტი მეღორეობის წამოსაწყებად. მან ქალაქ ხაშურში მდებარე ბინა იპოთეკით დატვირთა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ მთელ საქართველოს მოედო ე.წ. ღორის ჭირი ბიზნესმაც ვერ გაამართლა. შესაბამისად გაჭირდა თანხის გადახდა. თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ ძირი თანხა მთლიანად დაფარული გვაქვს.

სულ 6750 $ გვქონდა გამოტანილი, უკან კი დავაბრუნეთ 8200 $, თუმცა მათ ეს მხოლოდ პირგასამტეხლოებსა და ჯარიმებში ჩაგვითვალეს და დამატებით, 6 ათას დოლარს გვედავებოდნენ.

2011 მას შემეგ რაც ვეღარ გადავიხადეთ დაკისრებული თანხა, მიკოსაფინანსო ორგანიზაციამ გვიჩივლა სასამართლოში. მოსამართლემ ნონა ზარქუამ თანხა 5 ათას $-მდე შეამცირა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბავშვის ქონებით მოხდებოდა ანგარიშსწორება, რის შემდეგადაც ჩვენსა და ბანკს შორის მოხდა მორიგება. თუმცა ამის პარალელურად 2009 წელს მომხადარი ავარიის გამო ჩემს მეუღლეს დაეკისრა 14 ათასი ლარის გადახდა გარემოს დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, რომელიც დღემდე აკისრია. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა სახლის გაყიდვა და სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ამ გზით დაფარვა გადაწყვიტა, თუმცა, არცერთმა ნოტარიუსმა ბავშვის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვას ხელი არ მოაწერა. სწორედ მაშიმ მივხვდით რა აფერასთან გვქონდა საქმე. გამოვთქვით ეჭვი, რატომ ჰქონდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჩვენი ბინის გაყიდვის უფლება, როცა ჩვენ ეს კანონით აკრძალული გვქონდა. დაკისრებული თანხის გადახდა რომ ვერ შევძელით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ჩემი არასრულწლოვანი შვილის კუთვნილი ქონება აუქციონზე გაყიდა. მათ ჩვენ რომ იტყვიან გამოგვიჭირეს. ამის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლოს გაებათილებინა 2009-10 წლებში დადებული იპოთეკური ხელშეკრულებები „ჯპრჯიან კაპიტალსა“ და ჩვენს, მშობლებს შორის დადებული ხელშეკრულებები სასამართლოს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა არ ხდებოდა ამ საქმის წარმოებაში მიღება. მერვე მცდელობაზე საქმე წარმოებაში მიიღეს. მოსამართლე ზაზა მატიაშვილმა 2015 წლის 4 ივლისს ბათილად სცნო იპოთეკური ხელშეკრულებები“,- აღნიშნავს ნანა კახურაშვილი.

მისი თქმით, მიკოსაფინასო ორგნიზაციამ მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.

„საქმე დაეწერა მოსამართლე ქეთევან მესხიშვილს, რომელიც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი გახლავთ, გამიჩნდა იმედი, რომ ის ბავშვის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინა, თუმცა შევცდი, მოსამართლემ მაქსიმალურად გააჭიანურა ვადები. აღნიშნულ პროცესს ესწრებოდა, ჩემი შვილი მისივე დაჟინებული მოთხოვნით რის გამოც პროცესზე მოწვეული გახლდათ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები და საქმეში არსებული ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ გაცემული სამი დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ ბავშვს სჭირდება ოჯახური მყუდრო გარემო, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

მოგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გამოსახლების პროცესი საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ არ არის შეწყვეტილი და სასამართლოს მხრიდან საქმის ხელოვნურად გაჭიანურების პარალელურად, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მისი განახლება, რამეთუ ქონების დღევანდელმა მეპატრონემ ბოლო სამი წლის მანძილზე შესაძლოა, ამჯერად უკვე მეოთხედ მიმართოს გამოსახლების მოთხოვნით, საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რაც აზერბაიჯანული მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალის“ საკეთილდღეო მოქმედებაა და უგულებელჰყოფს, ბავშვის ჭეშმარიტ უფლებებსა და ინტერესებს, რომელიც გამყარებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით,ასევე გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით“,- აღნიშნა ქალბატონმა ნანამ.

მისი თქმით, მოსამართლეს ქალბატონ ქეთევან მესხიშვილს, შეატყობინა ოჯახში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ.

„მოსამართლემ საერთოდ არ გაითვალისწინა ბავშვის ირგვლივ პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული მძიმე ვითარება და კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა არასრულწლოვნის ჯანსაღი განვითარების პროცესი, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვმა უარი განაცხადა სკოლაში სიარულზე“,- განაცხადა მშობელმა.

არასრულწლოვანის დედა, მოსამართლე მესხიშვილს ვადების ხელოვნურად გაჭიანურებში ადანაშაულებს.

მისივე განცხადებით, ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს შესამამისად მათ დახმარების მიზნით, საქართველოში მოქმედ 123 კომპანიას მიმართეს.

როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა, შემდეგი პროცესი 2015 წლის 13 ოქტომბერს, ჩანიშნა, სადაც სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაქვეყნებს.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მოკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალის“ იურისტთან ვცახდეთ გასაუბრება, თუმცა როგორც კომპანიაში გვითხრეს 13 ოქტომბრამდე, სანამ მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ გამოაქვეყნებს კომენტარს არ გააკეთებენ.

ნანა კახურაშვილმა დახმარების მიზნით, სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრსაც მიმართა.

ცენტრში ამბობენ, რომ იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ საქმეში არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს.

„არავის ჰქონდა ბავშვის კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება, რასაც შეიძლება ბინის დაკარგვა მოჰყოლოდა. ნოტარიუსმა გააფორმა ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ წერია, რომ გიორგი კახურაშვილი თავისი პირადი ქონებით უდგება თავდებში იმედა კახურაშვილს და ამაზე ხელს აწერს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ნანა კახურაშვილი. გიორგი მაშინ სულ 5 წლის იყო. საინტერესოა, რომ არც ნოტარიუსს და არც „ჯორჯიან კაპიტალის“ იურისტს, არ მოუთხოვიათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, რომელსაც უნდა განესაზღვრა, შეიძლებოდა თუ არა ბავშვის ქონების იპოთეკით დატვირთვა. ნოტარიუსმა გააიგივა ერთმანეთთან დედა და შვილი და ასე შეადგინა დოკუმენტი. რეალურად, ახლა პრობლემა არის ის, რომ ბავშვი, შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს, კანონდარღვევით შედგენილი ხელშეკრულების შედეგად“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

უპრეცედენტო საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებენ "ახალგაზრდა ადვოკატები" ორგანიზაცია გაკვირვებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოქმედებით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რათა საქმის განხილვა ვადების დარღვევით არ მოხდეს და მოსამართლემ გაითვალისწინოს არასრუწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესები, რათა დავა სადაო საკითხის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, არ გაჭიანურდეს.

"იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო ხელისუფლება მეორე დონეზეც დადგება მოწოდების სიმაღლეზე, უპირველეს ადგილზე დააყენებს არასრულწლოვანის ინტერესებს, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მიიღებს არასრულწლოვანის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას და საქმის განხილვას არ განახორციელებს საპროცესო ვადების სრულად გამოყენებით ან/და დარღვევით. ჯერი კვლავ სასამართლოზეა, იმოქმედებს თუ არა არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით და უპასუხებს თუ არა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მოთხოვნებს, თუ ოჯახი იძულებული გახდება ბავშვისათვის თავშესაფარი ეძებოს ევროპულ ქვეყნებში“ - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

ჩვენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსაც გადავხედეთ, რომლის თანახმადაც „მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს“,„მშობლებს არ აქვთ შვილების ქონების განკარგვის უფლება, თუნდაც ეს ქონება თვითონ მშობლების მიერ იყოს შეძენილი შვილის საჭიროების დასაკმაყოფილებლად“.

ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენცია კი გვეუბნება: „ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას, რომლებიც ეხება ბავშვებს ან ბავშვთა ჯგუფებს. არა აქვს მნიშვნელობა ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება - მთავრობამ, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელობამ თუ თვით ოჯახმა“.

დავით ჯაბაშვილი

"ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42