დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბიოლის“ სამედიცინო ველნეს კურორტი დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:23, 18 Sep, 2015     2053
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაბა კოჯორში არსებული შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, დასრულებულია კურორტის ერთი კორპუსი, რომელიც ორსართულიანია და ულტრათანამედროვედ არის მოწყობილი. მასში შედის სპა სალონი, ფიტნესის, კოსმეტოლოგიის, დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის, დიეტოლოგიისა და ფიტოთერაპიის კაბინეტები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი მიმართულების ტურისტული ნიშური პროდუქტის განვითარებას. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ბიზნეს-წამოწყებას შეუძლია მნიშვნელოვანი შემოსავლის მოტანა ქვეყნისათვის და ძირითადად, მაღალშემოსავლიანი უცხოელი ტურისტების მოსაზიდად არის გათვლილი.

კურორტის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებულია სამედიცინო გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი. უკვე განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მოეწყო კურორტის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა, საინჟინრო კომუნიკაციები, სარეკრეაციო ზონა, ასევე დაირგო 2500-ზე მეტი ძირი ნერგი და სხვ. პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს ძირითადი სპაკომპლექსის, ლუქს კლასის კემპინგების, ,,ბიოლი ივენთ ჰოლი“-ს და სხვა ობიექტების მშენებლობას.

ბიოლის პროექტის საბოლოო ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, კურორტზე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. გარდა ამისა, მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე საქმიანობს დამატებით რამდენიმე ათეული ადგილობრივი მოსახლე. პროექტის დასრულების შემდეგ, კურორტზე დასაქმებულთა რაოდენობა 350-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად სამედიცინო ველნეს კურორტისთვის მომზადდა ქართველი ველნეს-თერაპევტების ჯგუფი - მსგავსი სპეციალობა საქართველოში აქამდე არ არსებობდა.

კომპანიის მისიასწარმოადგენს ლუქს კლასის სამედიცინო ველნეს ცენტრის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, საქართველოში ველნეს-ინდუსტრიის განვითარება და მისი ჩამოყალიბება მსოფლიო დონის გამაჯანსაღებელ ცენტრად ბრენდ კოდით ,,ჯორჯიან ველნესი“. კომპანიის მიზანია უახლესი ტექნოლოგიებითა და ადგილობრივი ბუნებრივი სიმდიდრეების გამოყენებით გაჯანსაღების, ანტი-სტრესის და გაახალგაზრდავების ველნეს-სტანდარტების დანერგვა-გამოყენება, პროფესიონალი კადრების მომზადება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42