გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში იმყოფებიან ევროპის სარკინიგზო კავშირის (GER) წარმომადგენლები, აღმასრულებელი დირექტორის ლიბორ ლოხმანის ხელმძღვანელობით, რომელმაც სემინარი გამართა იმ მნიშვნელოვან თემებზე, რაც გასათვალისწინებელია საქართელოში, სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივებისა და რეგულაციების დანერგვისათვის.
სემინარი გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი შვილობილი კომპანიის წარმომადგენლები.
ევროპის სარკინიგზო კავშირის (GER) მიზანს წარმოაგენს, მხარი დაუჭიროს გაუმჯობესებულ ბიზნესს და ჯანსაღი გარემო შეუქმნას ევროპული რკინიგზის ოპერატორებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კომპანიებს, უფრო მკვერი და წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად. ევროპის სარკინიგზო კავშირი აერთიანებს 70-ზე მეტ ინფრასტრუქტურის მენეჯერსა და სარკინიგზო ოპერატორს. საქართველო არის GER-ის ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა.
მასალის გამოყენების პირობები






